თეგი: გამანადგურებელი
რუსეთში ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრიმორიეს მხარეში ავიაგამანადგურებელი მიგ-31 ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა, მათი მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამსახურის ვერტმფრენები მი-8 გაფრინდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა გახდა. MiG-31 არის ორადგილიანი გამანადგურებელი. ის ექსპლუატაციაშია 1981 წლიდან შევიდა, ხოლო მასობრივი წარმოება 1994 წელს შეწყდა.
ავსტრალიამ უკრაინას შესაძლოა, 41 ამერიკული წარმოების გამანადგურებელი F/A-18 Hornet-ი გაუგზავნოს - მედია
ავსტრალიის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან განიხილავს 41 ამერიკული წარმოების გამანადგურებლის, F/A-18 Hornet-ის კიევისთვის გადაცემას. ისინი ავსტრალიის არმიამ ჩამოწერა მეხუთე თაობის თვითმფრინავებით ჩანაცვლების გამო და ამჟამად თვითმფრინავები შენახულია. უკრაინული მედიის ცობით, ამის შესახებ ავსტრალიური გაზეთი Financial Review-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. გარკვეული რაოდენობის თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყენებენ, წერს Financial Review, მაგრამ ავიატექნიკის შესაძლო გადაცემა შეიძლება, უკრაინასთან ყველაზე მასშტაბური გარიგება აღმოჩდნეს. Financial Review-ს თანახმად, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, თვითმფრინავები შესაძლოა, ოთხ თვეში მოიყვანონ საბრძოლო მზადყოფნაში. მხარეებს პუბლიკაციის შესახებ ოფიციალური კომენტარები არ გაუკეთებიათ. Hornet-ი მეოთხე თაობის გამანადგურებელია, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ შეიარაღებაში აშშ-ში, ესპანეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ფინეთში, მალაიზიასა და ქუვეითში. ისინი გამოიყენეს რამდენიმე სამხედრო კონფლიქტში, მათ შორის - ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალსა“ და ერაყის ომში, ავღანეთში და სერბეთის, ლიბიისა და სირიის დაბომბვისას. კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან მოითხოვს, რომ მის არმიას თანამედროვე გამანადგურებლები მიაწოდონ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე უკრაინის არმია F-16-ებს მიიღებს. პილოტების მომზადება უკვე დაწყებულია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, უკრაინას F-16 რეაქტიული გამანადგურებლები მიაწოდონ, თუმცა ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო. „მე ვიყავი მოლდოვაში, სადაც მქონდა დახურული შეხვედრა ქვეყნებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ისინი აუცილებლად მოგვცემდნენ F-16-ებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას პარტნიორი ქვეყნებისა და შეერთებული შტატების თანხმობა სჭირდება. ამასთანავე, აღნიშნა რომ ინფრასტრუქტურის სწრაფი მომზადება ნაკლებად სავარაუდოა.