თეგი: გამოცდა
ლატვიაში მართვის მოწმობის გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარება აიკრძალა
ლატვიის საგზაო უსაფრთხოების დირექტორატი პირველი ოქტომბრიდან მართვის მოწმობის გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარებას კრძალავს. ეროვნული ასოციაციის პოლიტიკოსმა იმანტს პარადნიეკსმა Twitter-ზე დაწერა, რომ CSDD-ის საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და პირველი ოქტომბრიდან ლატვიის მოქალაქეებისთვის (მოქალაქეებისა და არამოქალაქეების) მართვის მოწმობის ასაღებად, ყველა გამოცდა მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ჩატარდება. CSDD-მ ასევე განმარტა, რომ რუსული არ არის სახელმწიფო ენა და CSDD-ის თანამშრომლებს არასოდეს მოეთხოვათ მისი გამოყენება გამოცდის დროს. „ახლა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული“, - აცხადებენ საგზაო უსაფრთხოების სამსახურში.