ლატვიის საგზაო უსაფრთხოების დირექტორატი პირველი ოქტომბრიდან მართვის მოწმობის გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარებას კრძალავს.
ეროვნული ასოციაციის პოლიტიკოსმა იმანტს პარადნიეკსმა Twitter-ზე დაწერა, რომ CSDD-ის საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და პირველი ოქტომბრიდან ლატვიის მოქალაქეებისთვის (მოქალაქეებისა და არამოქალაქეების) მართვის მოწმობის ასაღებად, ყველა გამოცდა მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ჩატარდება.
CSDD-მ ასევე განმარტა, რომ რუსული არ არის სახელმწიფო ენა და CSDD-ის თანამშრომლებს არასოდეს მოეთხოვათ მისი გამოყენება გამოცდის დროს.
„ახლა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული“, - აცხადებენ საგზაო უსაფრთხოების სამსახურში.