თეგი: განა
უკრაინამ განაში საელჩო გახსნა
ელჩის დანიშვნამდე უკრაინის საელჩო განაში რწმუნებულის დონეზე იმუშავებს. დმიტრო კულებას თქმით, რუანდა, მოზამბიკი და ბოტსვანა იქნებიან შემდეგი ქვეყნები, რომლებიც უკრაინის დროშას აღმართავენ უკრაინის ახალ საელჩოებზე. მთლიანობაში, უკრაინა აფრიკაში ათი ახალი საელჩოს გახსნას გეგმავს. „ეს აფრიკის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობისა და მსოფლიოში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილი,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კულებამ უკრაინის ელჩების თანამდებობაზე 16 კანდიდატი შეარჩია. საკითხი განსახილველად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე წარედგინა.
განის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც LGBT+ თემის წევრად იდენტიფიცირებას კრძალავს
განის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ყველას, ვინც თავს LGBT+ თემის წევრად მიიჩნევს, სამწლიან პატიმრობას მიუსჯიან. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. კანონი ასევე აწესებს მაქსიმუმ ხუთწლიან თავისუფლების აღკვეთას LGBTQ+ ჯგუფების შექმნის ან დაფინანსებისთვის. კანონპროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა განის ორი ძირითადი პოლიტიკური პარტია, ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ნანა აკუფო-ადო მას ხელს მოაწერს. განაში ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური კავშირი 3 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.