თეგი: განკარგულება
უკრაინელი დეპუტატმა ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, სავარაუდოდ, ზელენსკის ფარული განკარგულება გამოაქვეყნა
უკრაინის რადას დეპუტატმა სერგეი ვლასენკომ Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდო განკარგულებაა რამდენიმე ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, რომელთა შორისაც ოლიგარქი იგორ კოლომოისკი და უკრაინის რადას დეპუტატებიც არიან. ამის შესახებ უკრაინული მედია ვლასენკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. სიაში შედის ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის უფროსი გენადი კორბანი და მოადგილეები იგორ ვასილკოვსკი (ხალხის მსახური), ვადიმ რაბინოვიჩი (აკრძალული ოპოზიციური პლატფორმა „სიცოცხლისთვის“). განკარგულების ტექსტის მიხედვით, მოქალაქეობა ჩამოერთმევათ შემდეგ პირებს: ანას ალ-სალამათა; იგორ ვასილკოვსკი; ელენა ერემინა; ლარისა კოლი; იგორ კოლომოისკი; გენადი კორბანი; ვიაჩესლავ ლიმა; ვადიმ რაბინოვიჩი; გალინა როგოვენკო; სეიმურ ხუდუევი. განკარგულება 18 ივლისით თარიღდება. ამის მიუხედავად, სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე ჯერ შესაბამისი დოკუმენტი არ არის. „რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ეს დადგენილება საიდუმლოა და არ ექვემდებარება გამოქვეყნებას“, - წერს უკრაინული მედია.
პრეზიდენტის განკარგულებით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, კონკურსი გამოცხადდა
პრეზიდენტის განკარგულებით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრეზიდენტის განკარგულებით 9 კაციანი შემადგენლობით საკონკურსო კომისია უკვე დაამტკიცებულია. კომისიამ დღეს, 22 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2022 წლის 22 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ზელენსკიმ რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების დასანქცირებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების დასანქცირების შესახებ. ინფორმაციას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ავრცელებს. „დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ საპრეზიდენტო ბრძანებულებას სანქციების შემოღების შესახებ. ეს იყო ძალიან დიდი, რთული და შრომატევადი სამუშაო. სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება მოულოდნელი სახელები, რუსეთის ფედერაციის ოლიგარქები და ძალიან დიდი რაოდენობით კომპანიები, საწარმოები“, - განაცხადა დანილოვმა. ცნობილი ხდება, რომ სანქცირებულთა სიაშია ბიზნესმენი სერჰი კურჩენკო, იანუკოვიჩის მთავრობის თავდაცვის მინისტრი, პაველ ლებედევი, ასევე თავად ვიქტორ იანუკოვიჩისა და რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიაპასკა. სანქციები ითვალისწინებს აქტივების დაბლოკვასა და მათი გამოყენების უფლების დროებით ჩამორთმევას.