უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსი ოლიგარქებისა და კომპანიების დასანქცირების შესახებ. ინფორმაციას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ავრცელებს.
„დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ საპრეზიდენტო ბრძანებულებას სანქციების შემოღების შესახებ. ეს იყო ძალიან დიდი, რთული და შრომატევადი სამუშაო. სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება მოულოდნელი სახელები, რუსეთის ფედერაციის ოლიგარქები და ძალიან დიდი რაოდენობით კომპანიები, საწარმოები“, - განაცხადა დანილოვმა.
ცნობილი ხდება, რომ სანქცირებულთა სიაშია ბიზნესმენი სერჰი კურჩენკო, იანუკოვიჩის მთავრობის თავდაცვის მინისტრი, პაველ ლებედევი, ასევე თავად ვიქტორ იანუკოვიჩისა და რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიაპასკა. სანქციები ითვალისწინებს აქტივების დაბლოკვასა და მათი გამოყენების უფლების დროებით ჩამორთმევას.