თეგი: გენერალური პროკურორი
ზელენსკიმ რადას გენერალური პროკურორის კანდიდატურა წარუდგინა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას გენერალური პროკურორის კანდიდატურა წარუდგინა. ამ თანამდებობაზე, ზელენსკიმ სახალხო დეპუტატი „ხალხის მსახურიდან“ ანდრეი კოსტინი წარადგინა. დადგენილების პროექტი, რომელსაც ხელს ვოლოდიმირ ზელენსკი აწერს 27 ივლისით თარიღდება და რადაში განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადაეგზავნა. მანამდე გენერალური პროკურორის თანამდებობას ირინა ვენედიქტოვა იკავებდა. რომელმაც 19 ივლისს ვოლოდიმირ ზელესნკის ბრძანების საფუძველზე და უკრაინის უმაღლესი რადას თანხმობით თანამდებობა დატოვა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.
ირაკლი კობახიძე: ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ
„ქართული ოცნება“ მზადაა, გენერალური პროკურორი 3/5-იანი კვორუმით აირჩიონ და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება“ აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე. აღნიშნული 12 პუნქტის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა. ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე. კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით. საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი - მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით. გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, ჩვენი გადაწყვეტილებით, შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.