უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას გენერალური პროკურორის კანდიდატურა წარუდგინა.
ამ თანამდებობაზე, ზელენსკიმ სახალხო დეპუტატი „ხალხის მსახურიდან“ ანდრეი კოსტინი წარადგინა. დადგენილების პროექტი, რომელსაც ხელს ვოლოდიმირ ზელენსკი აწერს 27 ივლისით თარიღდება და რადაში განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადაეგზავნა.
მანამდე გენერალური პროკურორის თანამდებობას ირინა ვენედიქტოვა იკავებდა. რომელმაც 19 ივლისს ვოლოდიმირ ზელესნკის ბრძანების საფუძველზე და უკრაინის უმაღლესი რადას თანხმობით თანამდებობა დატოვა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.