თეგი: გერმანიის საელჩო
გერმანიის საელჩო კანდიდატის სტატუსზე: ქართველი ხალხი მზადა, წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ამ გზაზე წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს, - წერს სოციალურ ქსელში გერმანიის საელჩო საქართველოში. საქართველო აქტიურად იმუშავებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში - ილია დარჩიაშვილი "მიზანი ნათელია - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ამ გზაზე წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს. გერმანია ამ წარმატების უზრუნველსაყოფად თავის წვლილს შეიტანს. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს
გერმანიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი საქართველოს ეწვია
გერმანიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი საქართველოს ეწვია ენერგოეფექტიანობის პროგრამის მიმართ გერმანიის, ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მტკიცე მხარდაჭერის გამოსახატად. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრმა, სვენია შულცემ მონაწილეობა მიიღო „საქართველოს საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის ღია პროგრამის“ დაფინანსების ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიაში. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. "დაფინანსების ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) გერმანიის მთავრობის სახელით და მეორე მხრივ, საქართველომ, რომელიც წარმოდგენილი იყო ფინანსთა სამინისტროს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. ამ ხელშეკრულებებით ხელმისაწვდომი ხდება 55,85 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება, რომელიც გამიზნულია საჯარო შენობების რეაბილიტაციისთვის მათი ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან დასაახლოებლად. „ღია პროგრამის“ მთავარი ამოცანაა სკოლის შენობების მდგრადი და სრული რეაბილიტაცია მათი ენერგოეფექტიანობის გაუჯობესების და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით. მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი საჯარო სკოლის შენობების განახლებაში ენერგოეფექტიანობის ახალი სტანდარტების გამოყენების გზით, ეს პროექტი ხელს უწყობს ენერგოეფექტიანობის მექანიზმის გაუმჯობესებას და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების განხორციელებას. განახლების ასეთი ღონისძიებები გამოიწვევს ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას სამიზნე შენობებში. გარდა ამისა, ამ ღონისძიებების შედეგად გახანგრძლივდება შენობის ექსპლუატაციის ვადა, გაუმჯობესდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კომფორტის დონე. ეს კი შესაძლებლობას მისცემს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეების, იმუშაონ და ისწავლონ უკეთეს პირობებში. ეს პროექტი გააფართოებს ენერგოეფექტიანობის მასალებისა და ტექნოლოგიების ბაზარს და ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორების, მათ შორის სამშენებლო კომპანიების შესაძლებლობების განვითარებას. პროექტი დაეხმარება საქართველოს, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც ეხება ყოველწლიურად მინიმალური რაოდენობის საჯარო შენობები განახლებას. დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 55,85 მილიონი ევროს დაფინანსება, საიდანაც 43,2 მილიონ ევროს გერმანია უზრუნველყოფს, შედგება KfW-ს 40 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი კრედიტისგან, გერმანიის მთავრობის 3,2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისგან თანმხლები ღონისძიებებისთვის და ევროკავშირის 12,65 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისგან. პროგრამის თანადაფინანსებაში მონაწილეობს საქართველოს მთავრობა, ხოლო მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. „ღია პროგრამა“ ევროპის გუნდის უფრო ფართო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ევროკავშირის მონაწილეობით შემუშავებული ერთობლივი ინიციატივის შემადგენელი ნაწილია. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 40 მილიონ ევრომდე ოდენობის კრედიტი გამოყო, ხოლო ევროკავშირმა 13 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომლებიც ამ პროგრამის განხორციელებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანიის საელჩო: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. განსაკუთრებით მივესალმებით მოსახლეობასთან დიალოგის გამართვის ინიციატივას. პროცესში შესაბამისი ჯგუფების ჩართვა და პროფესიული დიალოგი ყველა დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ერთად გადადგან აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს ევროპული მომავლისათვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
შუა დერეფნის მიმართ ინტერესი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტებში მზარდ ტვირთბრუნვას იწვევს - გერმანიის საელჩო
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სამეგრელოს სტუმრობს. საელჩოს შეფასებით, ახალად წარმოქმნილი ინტერესი შუა დერეფნის მიმართ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტებში მზარდ ტვირთბრუნვას იწვევს. ფოთის პორტის დათვალიერებისას გერმანიის ელჩი გაეცნო პორტის შესაძლებლობებსა და დატვირთულ მუშაობას. ელჩი ასევე იმყოფებოდა ანაკლიაში, სადაც დაგეგმილია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. „ფოთში გერმანიის ელჩი შეხვდა პროფესიულ კოლეჯ „ფაზისის“ სტუდენტებს, რომლებიც ებერჰარდ შიოკის გერმანული ფონდის მხარდაჭერით სწავლობენ სადურგლო საქმეს. სამეგრელოში ხომ ხის დამუშავების დიდი ტრადიცია არსებობს! ზუგდიდში ბატონი ფიშერი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას და ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას საქართველოსა და რეგიონის ევროპულ მომავალზე ესაუბრა. სამეგრელოში სტუმარს განსაკუთრებული მეგრული სტუმართმოყვარეობით დახვდნენ“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში. შეგახსენებთ, ელჩი 27 აპრილს აჭარას სტუმრობდა. საელჩოს შეფასებით, შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს, მათ შორის გერმანული და ევროპული პროექტებისთვის. „შუა დერეფანი და შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინტერესო ეკონომიკურ არეალად აქცევს, მათ შორის გერმანული და ევროპული პროექტებისთვის. ბათუმში გერმანიის ელჩმა დაათვალიერა ქალაქის წყლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში 138 მილიონი ევროს ოდენობის გერმანული მხარდაჭერით შეიქმნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ელჩმა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. სარფის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც გერმანიის ელჩი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილს შეხვდა, მას შესაძლებლობა ჰქონდა, ადგილზე გასცნობოდა საბაჟო უწყების მუშაობას, რომელიც შუა დერეფნის გასწვრივ არსებული ტვირთბრუნვის მუდმივ ზრდას უმკლავდება“, - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში: ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, დამაკავშირებელი ჰაბი გახდეს ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა. ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. 27 აპრილს გახდა ცნობილი, რომ შუა დერეფანს სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა უერთდებიან.