თეგი: გიორგი კეკელიძე

აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება - გიორგი კეკელიძე

აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.   „გილოცავთ ეპოქალური საქმის დასაწყისს! აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება! ეს ჰელენ ჩხოტუაა, უჭკვიანესი და ულამაზესი ქალი. ჩვენი მასპინძელი და უკვე მეგობარი. ჩხოტუების - დიდი აფხაზების, მალტის ორდენის კავალერების და მსოფლიო პოლიტიკის მონაწილეების მემკვიდრე. მან საქართველოს უდიდესი, ისტორიული არქივი გადასცა: საერთაშორისო მნიშვნელობის საბუთები, ხელნაწერები, მიმოწერა, ფოტოები, წიგნები, ნივთები, ორდენები, რუკები - მოკლედ, საოცარი საგანძური, მალე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში დაიდებს ბინას. სამი დღეა, არქივების გადარჩევის ურთულესი პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკიდან თქვენი მონა-მორჩილი, ლევან თაქთაქიშვილი, ბექა ღაჟონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან მანანა ქვაჩახია, ნატო მარშანია და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ჩუტკერაშვილი ვუძღვებით. მასალა ათობით ყუთს მოიცავს, დღესაც ვიმუშავებთ, ხვალ ჯგუფი მადრიდში გაემგზავრება, მე კი სამშობლოში დავბრუნდები.   პროექტი აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ არის ინიცირებული და პერსონალური მადლობა რუსლან აბაშიძეს, რომელთან ერთადაც ამ დიდ არქივს გავხსნით და გამოვფენთ საქართველოში ძალიან მალე. მალევე ერთობლივ მემორანდუმს გავაფორმებთ და სხვა არქივებზე დავიწყებთ მუშაობას,“ წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.   საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესპანეთში იმყოფებიან. ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია აფხაზი თავადების, ჩხოტუების ესპანეთში დაცული უნიკალური არქივის საქართველოში ჩამოტანა.  

გიორგი კეკელიძის ,კვარას საქართველო" - ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნი 15 დეკემბრიდან იტალიაში გამოიცემა

„კვარას საქართველო"  - ამ სახელწოდებით წიგნი 15 დეკემბრიდან იტალიაში გამოიცემა. წიგნის ავტორი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე  ინფორმაციას საზოგადოებას სოციალურ ქსელში უზიარებს. როგორც კეკელიძე ამბობს, წიგნი იტალიელებს, ხვიჩას გარდა, ფეხბურთელის წინაპრებზე, ქართულ ფეხბურთზე, ბუნებაზე, საქართველოს კუთხეებსა და ადამიანებზე მოუყვება. მკითხველი კვარაცხელიების სოფელ ნაკიფუსა და „იქაურ ჯადოქრულ სამყაროზეც“ შეიტყობს.    წინასიტყვაობის ავტორები დიეგო მარადონა უმცროსი და აკა მორჩილაძე არიან. წიგნის გამოცემას მხარი დაუჭირეს საქართველოს საელჩომ იტალიაში და საქართველოს საელჩომ ვატიკანში. მედია-მხარდაჭერას უზრუნველყოფენ ცნობილი იტალიური გამოცემები Corriere della Sera; La Repubblica; Corriere dello Sport; Tele A; Napoli Today; Sport Italia; Napoli Magazine; Ermes TV ( ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი). წიგნი უკვე საქართველოს ეროვნული ბესტსელერია. იტალიამდე ის ჩვენს ქვეყანაში შემდეგი სახელწოდებით გამოიცა - "ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი."

გიორგი კეკელიძის ,კვარას საქართველო" - წიგნი ნეაპოლში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში წარადგინეს

იტალიაში, ნეაპოლში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში, ,,ფედერიკო მეორეში" - გიორგი კეკელიძის წიგნი - ,,კვარას საქართველო" - წარადგინეს. შესაბამის ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც კეკელიძე ამბობს, წიგნი იტალიელებს, ხვიჩას გარდა, ფეხბურთელის წინაპრებზე, ქართულ ფეხბურთზე, ბუნებაზე, საქართველოს კუთხეებსა და ადამიანებზე მოუყვება. მკითხველი კვარაცხელიების სოფელ ნაკიფუსა და „იქაურ ჯადოქრულ სამყაროზეც“ შეიტყობს.  წინასიტყვაობის ავტორები დიეგო მარადონა უმცროსი და აკა მორჩილაძე არიან. წიგნის გამოცემას მხარი დაუჭირეს საქართველოს საელჩომ იტალიაში და საქართველოს საელჩომ ვატიკანში. მედია-მხარდაჭერას უზრუნველყოფენ ცნობილი იტალიური გამოცემები Corriere della Sera; La Repubblica; Corriere dello Sport; Tele A; Napoli Today; Sport Italia; Napoli Magazine; Ermes TV ( ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი). წიგნი უკვე საქართველოს ეროვნული ბესტსელერია. იტალიამდე ის ჩვენს ქვეყანაში შემდეგი სახელწოდებით გამოიცა - "ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი."      

გიორგი კეკელიძე: პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ მას თანამდებობიდან წასვლაზე ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. საუბრის შინაარსზე კეკელიძემ Facebook-ზე დაწერა. „პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა," - აცხადებს კეკელიძე. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია.  

პაპუაშვილი: საკადრო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარებისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „საკადრო გადაწყვეტილებები თავად ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მიიღება.“ პაპუაშვილის თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილება პოლიტიკას არ უკავშირდება. „გუშინ შეხვედრა მქონდა ბატონ გიორგი კეკელიძესთან. ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი, უფრო მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები, თითქმის 200 წლოვანი ისტორიით, ამიტომ ის საქმე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან დგას ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი, რომელმაც ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენამდე მოგვიტანა იმ სახით, როგორიც არის და ასევე მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს. მე ბატონი გიორგის მადლობელი ვარ, ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან მის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის. მე დამატებით განცხადებას, განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, რადგან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხელმძღვანელი, კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. ეროვნული ბიბლიოთეკა არაფერ შუაშია საერთოდ პოლიტიკასთან და არც უნდა იყოს რაიმე შუაში. ეს მცდელობები, რაღაცნაირად დააკავშირონ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთნა, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ასეთ დაკავშირებას ცდილობენ. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ჩვენი საერთო, ქართველი ხალხის მემკვიდრეობა და მომავალი, მათ შორის ერთ ორგანიზაციაში და ერთ შენობაში. რაც შეეხება, ცვლილებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე, ეს ცვლილებების საკითხი არის და მე მინდა ვუსურვო ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას წარმატება. უახლოეს დღეებში მოხდება მისი ოფიციალური დანიშვნა,“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა დადასტურა, რომ კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად ინიშნება. ის მიიჩნევს, რომ გამსახურდია „მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომ განვითარებაში.“ „ყველა ორგანიზაციას სჭირდება ახალი ენერგია და სწორედ ამ ახალი ენერგიით გააგრძელებს ახალი ხელმძღვანელი მუშაობს. მე მგონი, არ სჭირდება ახსნა, კონსტანტინე გამსახურდია რამდენად შეეფერება ამ ახალ თანამდებობას. ვფიქრობ, საზოგადოებაში ამ მხრივ კითხვები არ არსებობს. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო. ეროვნული ბიბლიოთეკა არის დიდი კოლექტივი, პროფესიონალები, რომლებიც წლებია, ათწლეულებია, მუშაობენ, ემსახურებიან ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას, ემსახურებიან ჩვენი მომავალი თაობის განათლებას. ეს არის, უპირველესად, დამსახურება მთლიანად კოლექტივის. იმ მიღწევებში, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ბატონ გიორგი კეკლიძის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, წვლილიც არის. დეტალებში არ შევდივარ, რადგან ეს არის საკადრო გადაწყვეტილება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა. კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობის შემოთავაზებას დავთანხმდი საქართველოს პენცენტრი აცხადებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის, თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლება ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. პენცენტრის განცხადებით, კეკელიძის დირექტორობის დროს მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდა და ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის მნიშვნელოვან კერად იქცა. „11 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობიდან გაათავისუფლა მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. გიორგი კეკელიძე საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაიბარა და უთხრა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა ამ თანამდებობას და ახლა „განახლების დროა.“ გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა. საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს და თვლის, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო," - ნათქვამია განცხადებაში. გიორგი კეკელიძე: პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან

გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორისგან შემოთავაზება ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოსვლისთანავე მიიღო. „დღეს საბოლოო შეხვედრა გაიმართა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ დირექტორთან, რომელთან ერთადაც შევთანხმდით იმ გეგმებზე, რომელიც გვექნება ამ კომპანიის გარე აქტივობების მიმართულებით. ეს გულისხმობს „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას“, რაც თავის მხრივ არის სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგება; სხვადასხვა ტიპის თემატური ლექციების, სემინარების ჩატარება; ლიტერატურული პრემიების დაარსება და ძალიან ბევრი რამ, რომელსაც ეტაპობრივად გაგაგებინებთ,“ - განაცხადა კეკელიძემ. გიორგი კეკელიძე: პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან პაპუაშვილი: საკადრო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარებისთვის კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობის შემოთავაზებას დავთანხმდი