თეგი: დაეცა

ბიტკოინის ღირებულება 2020 წლის ნოემბრის შემდეგ $20 000-ს პირველად ჩამოსცდა

Financial Times-ის ცნობით, უმსხვილესი კრიპტოვალუტა, რომელიც გლობალური კრიპტობაზრის ორიენტირს წარმოადგენს, შაბათს დილით 9%-ით დაეცა და მისი ღირებულება $19000-ზე ნაკლებს შეადგენს. ბიტკოინი და ეთერიუმი ვარდნას განაგრძობენ - მიზეზები მოსკოვის დროით 13:10 საათისთვის, Coindesk-ის მონაცემებით, ბიტკოინმა პოზიციები ოდნავ დაიბრუნა და და მისმა ღირებულებამ $19,252 შეადგინა. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა.  ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა.  

რუსული რუბლი ბოლო შვიდთვიან მინიმუმამდე დაეცა

რუსული რუბლი ორშაბათს, ბოლო შვიდი თვის მინიმუმამდე დაეცა, იმის შიშის ფონზე, რომ რუსულ ნავთობზე შემოღებულმა სანქციებმა შესაძლოა, ქვეყნის საექსპორტო შემოსავალს ზიანი მიაყენოს.  GMT 15:15 საათისთვის რუბლი დოლართან მიმართებაში 4.3%-ით დაეცა და 68.4800-ს ნიშნულს მიაღწია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 11 მაისის შემდეგ. ვალუტა ასევე დაეცა 3.8%-ით ევროსთან მიმართებაში და 71.71 ნიშნულს მიაღწია, რაც ასევე შვიდი თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „დეკემბერში რუბლი თითქმის 10%-ით დაეცა, რაც გამოწვეულია იმის შიშით, რომ ნავთობის ემბარგო და ფასების ლიმიტი შეამცირებს რუსეთის ნავთობის ექსპორტის შემოსავალს, გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს, რადგან იმპორტი თანდათან აღდგება“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე, შავ სიაში კიდევ 200-მდე ადამიანის შეყვანისა და სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის სამთო ინდუსტრიაში ინვესტიციები აიკრძალა.