რუსული რუბლი ორშაბათს, ბოლო შვიდი თვის მინიმუმამდე დაეცა, იმის შიშის ფონზე, რომ რუსულ ნავთობზე შემოღებულმა სანქციებმა შესაძლოა, ქვეყნის საექსპორტო შემოსავალს ზიანი მიაყენოს.
GMT 15:15 საათისთვის რუბლი დოლართან მიმართებაში 4.3%-ით დაეცა და 68.4800-ს ნიშნულს მიაღწია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 11 მაისის შემდეგ.
ვალუტა ასევე დაეცა 3.8%-ით ევროსთან მიმართებაში და 71.71 ნიშნულს მიაღწია, რაც ასევე შვიდი თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
„დეკემბერში რუბლი თითქმის 10%-ით დაეცა, რაც გამოწვეულია იმის შიშით, რომ ნავთობის ემბარგო და ფასების ლიმიტი შეამცირებს რუსეთის ნავთობის ექსპორტის შემოსავალს, გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს, რადგან იმპორტი თანდათან აღდგება“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.
გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე, შავ სიაში კიდევ 200-მდე ადამიანის შეყვანისა და სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის სამთო ინდუსტრიაში ინვესტიციები აიკრძალა.