თეგი: დავით ბაქრაძე
გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა
გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან კახა იმნაძე შეცვალა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, შესაბამის წარდგენას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დავით ბაქრაძის გაეროში დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა და შესაბამის წარდგენას ხელს არ აწერდა.
სალომე ზურაბიშვილს გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია
"დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად", - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა "საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს. რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანაშული იქნა პრეზიდენტის 30 აგვიტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგრაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პრეზიდენტი: 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე - 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია
დავით ბაქრაძე: საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი, ცხინვალი და იქ მცხოვრებნი კვლავ განიცდიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, დისკრიმინაციას
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, რომელმაც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევებზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებზე. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც გაერო-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კანონის უზენაესობის დაცვისა და გაძლიერების აუცილებლობა ყველა სახელმწიფოს თანაბრად ეხება. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, უხეშად ირღვევა, რაც მუდმივად საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას. „კანონის უზენაესობა არის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების საფუძველი. შესაბამისად, გვჯერა, უპირობოა, რომ კანონის უზენაესობის დაცვისა და გაძლიერების აუცილებლობა ყველა სახელწმიფოს თანაბრად ეხება და უნდა წარმოადგენდეს ქვეყნების სახელმძღვანელოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. სამწუხაროდ, გაერო-ს დაარსებიდან 78 წლის შემდეგ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, მათ შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, საზღვრების ხელშეუხებლობა და შიდასაქმეებში ჩაურევლობა, კვლავ უხეშად ირღვევა, რაც მუდმივად საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებას, გაერო-ს წესდებას, წესებზე დაფუძნებულ წესრიგს და მულტილატერალიზმს. აქედან გამომდინარე, ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების სია გრძელია. მსურს, ჩემი ქვეყნის მაგალითი აღვნიშნო, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი, ცხინვალი და იქ მცხოვრებნი კვლავ განიცდიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, დისკრიმინაციას. საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მძიმე დარღვევები ასევე გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიით, რომელსაც საქართველო უმკაცრესად გმობს. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, რომელთა დაცვა ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, მუდმივად ირღვევა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის მიერ, რომლის მთავარი პასუხისმგებლობა არის და უნდა იყოს გლობალური უსაფრთხოების ხელშეკრულება. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომები, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს თავისი ძალები, სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„თიბისი ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
საქართველოს პროკურატურამ, „თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს დღეს, 5 იანვარს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე სს „თიბისი ბანკის“ ფილიალში, ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „თიბისი ბანკში“ შეჭრის საქმეზე დაკავებულ გ.ც-ს ბრალი ყაჩაღობის მუხლით წარუდგინეს, იარაღი კი, რომლითაც ბანკში შეიჭრა, ექსპერტიზის დასკვნით, სათამაშო აღმოჩნდა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ბრალი არ წაუყენებიათ. ადვოკატმა დავით ბარბაქაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „თიბისი“ ბანკში შეჭრას და ფულის მოთხოვნას აღიარებს. მისი თქმით, კაცმა ბანკი 15 წამში, სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ დატოვა. „შენიღბული არ ყოფილა, კეპი ეხურა. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია და არაადეკვატურობა არასდროს შემინიშნავს,“ – განუცხადა ადვოკატმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. მისივე თქმით, 3 იანვარს „თიბისი ბანკში“ შეჭრას თავად დაკავებულიც ვერ ხსნის და ამას მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და ოჯახურ პრობლემებს უკავშირებს. რაც შეეხება დაკავების ადგილს, ადვოკატის თქმით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში საკუთარ სახლში, ბახტრიონზე დააკავეს.