გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან კახა იმნაძე შეცვალა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, შესაბამის წარდგენას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დავით ბაქრაძის გაეროში დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა და შესაბამის წარდგენას ხელს არ აწერდა.