თეგი: დასაქმება
პოლონეთმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის, დასაქმების გამარტივებული პროცედურა გააუქმა
პოლონეთის ხელისუფლებამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დასაქმების გამარტივებული პროცედურა გააუქმა. ამის შესახებ პოლონეთის პრესის სააგენტოს საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა მარლენა მალონგმა განუცხადა. ოფიციალური პირის თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში ომისა და რუსეთიდან მასობრივი მიგრაციის მზარდი რისკის გამო მიიღეს. „რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე დასაქმებულნი არიან გამარტივებული წესით, შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა სამუშაო ნებართვის ვადის ამოწურვამდე“, - განაცხადა მარლენა მალონგმა. 2022 წლის ზაფხულის მონაცემებით, პოლონეთში, გამარტივებული პროცედურებით რუსეთის 13 000 მოქალაქე იყო დასაქმებული. ახლა პოლონეთში, გამარტივებული პროცედურით, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ დასაქმება.
თუ კონკრეტულ სექტორში სამუშაო 40 საათზე მეტია, თანამშრომელს გაზრდილი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს - ბექა ფერაძე
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბიზნესსექტორისთვის 40-საათიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული რეგულაციის გადავადება არ იგეგმება. „სხვადასხვა სექტორში შრომის უფლებების დარღვევის საფრთხე განსხვავებულია. სამშენებლო სექტორში, შესაძლებელია, საფრთხე უფრო მაღალი იყოს, თუმცა მომსახურების სფეროში, შედარებით, ნაკლები. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მომსახურების სექტორში საფრთხე საერთოდ არ არსებობს. მომსახურების სექტორში ინციდენტები საკმაოდ გაზრდილია. სხვადასხვა სექტორში დარღვევებთან დაკავშირებული რიცხობრივი რაოდენობის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, შევთანხმდეთ, რა პერიოდულობით უნდა მოხდეს ობიექტების ინსპექტირება. მაგალითად, სამშენებლო სექტორში არანაკლებ ათი დღის განმავლობაში უნდა ფასდებოდეს რისკები. რაც შეეხება მომსახურების სფეროს, ინსპექტირების პერიოდი ოთხიდან ექვს თვემდეა განსაზღვრული. ხაზს ვუსვამ იმას, რომ თუ კონკრეტულ სექტორში დარღვევის რისკი მეტია, უსაფრთხოების სპეციალისტის აქტივობა ამ მიმართულებით მეტი იქნება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან.