პოლონეთის ხელისუფლებამ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დასაქმების გამარტივებული პროცედურა გააუქმა. ამის შესახებ პოლონეთის პრესის სააგენტოს საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა მარლენა მალონგმა განუცხადა.
ოფიციალური პირის თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში ომისა და რუსეთიდან მასობრივი მიგრაციის მზარდი რისკის გამო მიიღეს.
„რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე დასაქმებულნი არიან გამარტივებული წესით, შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა სამუშაო ნებართვის ვადის ამოწურვამდე“, - განაცხადა მარლენა მალონგმა.
2022 წლის ზაფხულის მონაცემებით, პოლონეთში, გამარტივებული პროცედურებით რუსეთის 13 000 მოქალაქე იყო დასაქმებული.
ახლა პოლონეთში, გამარტივებული პროცედურით, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ დასაქმება.