თეგი: დენიელ ფრიდი
ზოგიერთი ჩვენგანი 2008 წლის ომის შემდეგ პუტინის აგრესიულ საგარეო კურსში დარწმუნებული იყო - დენიელ ფრიდი
„ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი, 2008 წლის ომის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, დენიელ ფრიდი ვლადიმერ პუტინის აგრესიული საგარეო კურსის ნიშნებზე წერს. „ზოგიერთი ჩვენგანი საკმაოდ დარწმუნებული იყო პუტინის აგრესიულ საგარეო კურსში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შემდეგ და პუტინის მუქარის შემდეგ NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ყირიმის რუსეთად აღიარებაზე",- წერს დენიელ ფრიდი Twitter-ზე, სადაც აზიარებს მისი გოლეგის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის შემდეგ პოსტს: „ათი წლის წინ, რამდენიმე ექსპერტი თუ იყო დარწმუნებული, რომ რუსეთი გახდებოდა ისეთი რეპრესიული შიდა და ისეთი აგრესიული გარეგნულად, როგორც გახდა. ან რომ რუსეთი აწარმოებდა ასეთ ფართომასშტაბურ, არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში".
დენიელ ფრიდი: მოსაზრება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩაბმა სურს, სრული და ანგარებიანი სისულელეა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი, დენიელ ფრიდი ე.წ. დასავლურ შეთქმულებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველას ესმის, რომ საქართველო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება და არავის სურს, ის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. „მშვენივრად გვესმის, რომ საქართველოს არ სურს, უკრაინის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ყველას ესმის ეს. ამდენად, მოსაზრება, თითქოს, დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩაბმა, სრული და ანგარებიანი სისულელეა. უბრალოდ, არასწორია,“ - განაცხადა დენიელ ფრიდმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე. დენიელ ფრიდმა ამავე კონფერენციაზე გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს დემოკრატიისა და საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერება მის უსაფრთხოებას გააძლიერებს. 2008 წლის ომზე საუბრისას ფრიდმა განაცხადა, რომ სისულელეა იმის თქმა, თითქოს, ომის პროვოცირება საქართველომ მოახდინა. „ვფიქრობ, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე, საბოლოოდ შეგვიძლია უარვყოთ ის სისულელე, რომ საქართველომ მოახდინა ომის პროვოცირება, პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა საქართველოზე თავდასხმას. დიახ, საქართველოს ხელისუფლებასთან მქონდა საუბარი, მოვუწოდე, არ გაეგზავნათ ჯარი, მაგრამ რომ არ გაეკეთებინათ ეს, რუსეთი მაინც დაესხმებოდა თავს. უკრაინის ომი ცხადყოფს, რომ პუტინს სურს იმპერიის ხელახლა დაპყრობა და ამისთვის ძალას იყენებს,“ - აღნიშნა დენიელ ფრიდმა. დენიელ ფრიდი საქართველოზე, რუსეთზე, დასავლეთსა და ჩინეთზე
დენიელ ფრიდი: ევროკავშირში საქართველოს მომავალი უფრო მეტად არის საქართველოს ხელში, ვიდრე ბევრი ადამიანი ამას აცნობიერებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი, დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ ევროკავშირში საქართველოს მომავალი უფრო მეტად არის საქართველოს ხელში, ვიდრე ბევრი ადამიანი ამას აცნობიერებს. ფრიდის თქმით, ევროპა თავის მხრივბ უპასუხებს რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას. „არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს „ქართული ოცნება", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „საქართველოსთვის", მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებს მთავრობა და მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ ააშენოს სამართლებრივი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტების ქვეყანა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს და უზრუნველყოფს მის ადგილს ევროპულ ერთა ოჯახში," - აღნიშნა დენიელ ფრიდმა ქართულ მედიასთან საუბრისას. დენიელ ფრიდი საქართველოზე, რუსეთზე, დასავლეთსა და ჩინეთზე ამასთან, ფრიდისთვის გაუგებარია იმპიჩმენტის საფუძველი, რომლის გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობამ მიიღო. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი, თანმიმდევრული დამცველია.
დენიელ ფრიდი: ევროკავშირი არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უნგრეთია
„მსურს ვნახო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მაგრამ ნათელი უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის ქართველებისთვის, რომ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს მას, რომ საქართველო რუსეთის დომინირების სფეროში დატოვოს თუ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს ორი ერთმანეთთან შეუსაბამო რამაა,“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმის“ სტატიაში სახელწოდებით „კანდიდატის სტატუსი - ამერიკელი ანალიტიკოსების მოლოდინი.“ „ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი“, - ამბობს დენიელ ფრიდი და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა „ფსონს არასწორ ცხენზე დებს“ და იმის ნაცვლად, რომ მეგობრებსა და დემოკრატებს ესაუბროს, პარტნიორებთან უცხოვდება და მათ შორდება: „საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს. ორბანი ევროპაში იზოლირებულია, ის რუსეთისა და ჩინეთის მეგობარია. დიქტატორებზე ფსონის დადება შეცდომაა. და ეს თავად უნგრეთსაც კარგად უნდა ახსოვდეს,“ - ამბობს დენიელ ფრიდი და განმარტავს, რომ ევროკავშირს სწორედაც რომ აღარ სჭირდება ქვეყანა, რომელთანაც უნგრეთის მსგავსად, დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, სერიოზული კითხვები და პრობლემები ექნება. ამიტომ ბუდაპეშტი არ არის საუკეთესო მაგალითი თბილისისთვის: „ევროკავშირში გაწევრიანება ხუმრობა არაა. ევროკავშირი არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უნგრეთია, სადაც ორბანი პუტინსა და პეკინს ემეგობრება. ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი და ისინი არ მიიღებენ ამას. ამავე გზით აღარ წავლენ,“ - ფიქრობს დიპლომატი. მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ნაბიჯი გამოიყურება თითქმის ისე, რომ ის „განზრახ ისახავს მიზნად საქართველოს დასუსტებას, ევროპელი პარტნიორების გაუცხოებით, იმით, რომ მას რუსეთზე დაყრდნობის გარდა, სხვა არჩევანი არ დარჩეს... მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველოს თავს არც ევროკავშირი დასხმია და არც შეერთებული შტატები და არ წაურთმევია მისი ტერიტორია, ეს პუტინის რუსეთი იყო. ჩემთვის მისტიკურია ის, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და საქართველოს მთავრობა," - ამბობს ფრიდი. ის ხშირად იმეორებს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მას რთულ პირობებში აყენებს და ქვეყნის მთავრობისგან ფრთხილი პოლიტიკა გასაგებია, თუმცა ხსნის, რომ საქართველოს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებით და მათთან გაუცხოებით, ის რუსეთის მიმართ თავს კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში იგდებს. „ვიდრე რუსეთი შინ რეპრესული დიქტატურა და ტირანია, გარეთ კი აგრესორია, საქართველოსთვის ძნელი იქნება ერთდროულად ევროპული მომავლის კანდიდატიც იყოს და კრემლისადმი განსაკუთრებით მეგობრულიც... საქართველო თავად ისუსტებს თავს ევროპასთან გაუცხოებით. გგონიათ პუტინი დააჯილდოებს ქვეყანას, რომელიც მის მიმართ დავქემდებარებულ პოზიციაშია? გგონიათ, ესაა რუსების გზა? ისინი ამ დაქვემდებარებას, მორჩილებას ჩათვლიან მეტის წართმევის ლიცენზიად. ქართველებს ამის ასახსნელად ამერიკელი არ სჭირდებათ. მათ ჩემზე უკეთ იციან, რა განზრახვა აქვს რუსეთს და როგორ მოახდენს ის მათი ქმედებების ინტერპრეტაციას,“ - ამბობს დენიელ ფრიდი. სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან
დენიელ ფრიდი საქართველოზე, რუსეთზე, დასავლეთსა და ჩინეთზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დენიელ ფრიდი Europetime-თან განიხილავს სხვა საკითხებთან ერთად საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის თემას, ასევე - „პუტინიზმის დამარცხებას“ - თემას, რომელსაც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ. დენიელ ფრიდის განცხადებით, პუტინიზმის დამარცხება რა თქმა უნდა, შესაძლებელია, საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, აღარ არის. „მისი დამარცხება ნიშნავს უკრაინის დახმარებას, დემოკრატიის დახმარებას, კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და მე ვსაუბრობ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე. საქართველოსთვის პუტინიზმის დამარცხება ნიშნავს თავისუფალ, სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც არის ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ქვეყანას, რომელიც არის რუსეთის ზეწოლისგან თავისუფალი,“ - აღნიშნავს დენიელ ფრიდი. რაც შეეხება ჩინეთს, დენიელ ფრიდის შეფასებით, ზოგიერთმა ქვეყანამ აღმოაჩინა, რომ პეკინის დახმარება ისე არ სრულდება, როგორც მაგალითად თავდაპირველად იყო გათვალისწინებული. დენიელ ფრიდი აფრიკის ქვეყნების მაგალითზე მიუთითებს. „ჩემთვის გასაგებია, რომ საქართველოს სურს, ბევრ ქვეყანასთან დაამყაროს ურთიერთობები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ესაუბრება ისეთ ქვეყნებსაც, როგორიც არიან ლიეტუვა და ჩეხეთი,“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. დენიელ ფრიდი არის ამერიკელი დიპლომატი. მსახურობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში (2005 წლიდან 2009 წლამდე), იყო შეერთებული შტატების ელჩი პოლონეთში 1997 წლიდან 2000 წლამდე; ფრიდმა სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის თებერვალში, ორმოცწლიანი საქმიანობის შემდეგ დატოვა.
დენიელ ფრიდი: ვისურვებდი, რომ საქართველომ მის მიერ არჩეულ გზაზე პროგრესს მიაღწიოს, რათა ევროპის ნაწილი გახდეს
Europetime-თან აჯამებს 2023 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი და ქვეყანას 2024 წლისთვის ევროპულ გზაზე წინსვლას უსურვებს. ის ხაზს უსვამს რომ ქართველმა ხალხმა ეროვნულ მიზნად დაისახა ევროპა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი: ვისურვებდი, რომ საქართველო მის მიერ არჩეულ გზაზე წინ წავიდეს, რათა ევროპის ნაწილი გახდეს. გარემოებები რთულია. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, რთული გეოგრაფიული მდებარეობით - ევროპის ნაწილი რუსეთის მეზობლად. ეს პრობლემაა. და, კვლავ პრობლემად დარჩება, ვიდრე კრემლში, ხელისუფლებაშია პუტინი, შესაძლებელია - შემდგომშიც. თუმცა საქართველო მაინც დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას შეუძლია, თავის გზას გაჰყვეს. როგორც ჩანს, ქართველმა ხალხმა ეროვნულ მიზნად დაისახა ევროპა და იმედი მაქვს, წარმატებასაც მიაღწევს. ამის დანახვა სასიამოვნო, მათი დახმარება კი, დიდ პატივი იქნებოდა. ვფიქრობ, ჩემი ქვეყანა და ამერიკის მთავრობა ამ შეხედულებას იზიარებს, მაგრამ ბევრი რამ თავად ქართველებზეა დამოკიდებული. ევროკავშირმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მჯერა, რომ ეს იყო ჟესტი ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოების მიმართ. ახლა ამ გზის გავლა საქართველოზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს, რომ ქვეყანა რთული გარემოებების მიუხედავად, წარმატებას მიაღწევს.