თეგი: დირექტორი
რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯმენტში ცვლილებებია და 3 მაისიდან, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე ინიშნება. „3 მაისიდან, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე ინიშნება. ლიანა ჭუმბურიძე 2019 წლიდან ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. ლევან გოფოძე რჩება რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდში და კლინიკაში აგრძელებს საქმიანობას. ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურულ-ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც სამუშაო პროცესის ნაწილია. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, როგორც კლინიკის მმართველი გუნდი, მადლობას უხდის თანამშრომლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კლინიკის გამართულ ფუნქციონირებაში COVID-19-ის პანდემიის დროს და მომავალშიც განაგრძობს მათთან თანამშრომლობას“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ამ დრომდე, ლევან გოფოძე ხელმძღვანელობდა. „თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადებით დავტოვე. ბევრი პრობლემა იყო ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე ვარჩიე, რომ იყოს უფრო ახალგაზრდობა ამ საქმეში. ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი ვინ შემცვლის. ჯავარა უგრეხელიძეც იცვლის პოზიციას. იცვლება მთლიანად მენეჯმენტი, ასე გადაწყვიტა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა. მოგეხსენებათ, ჰოლდინგს ახალი მენეჯმენტი ჰყავს, ისინი თავისებურად ხედავენ განვითარებას და რაღაც ცვლილებები ხდება. თუმცა ჩემს შემთხვევაში, ცვლილება უკავშირდება უბრალოდ ჩემს ჯანმრთელობას. გულის და დიაბეტის პრობლემები მაქვს. ვრჩები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვიმუშავებ როგორც ქირურგი, მეყოლება სტუდენტები“, - განუცხადა ლევან გოფოძემ მედიას. ასევე წაიკითხეთ ჯანდაცვის მინისტრი: გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ
ბათუმის სკოლაში რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშების ჩამოხსნას ხმაური მოჰყვა, გაათავისუფლეს დირექტორი
ბათუმში, მეშვიდე საჯარო სკოლაში რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშების ჩამოხსნას ხმაური მოჰყვა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სკოლის დირექტორი. მომხდართან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი აჭარის განათლების მინისტრმა გააკეთა. მაია ხაჯიშვილის განმარტებით, სკოლის დირექტორის მხრიდან, ადგილი ჰქონდა გადაცდომას, რის გამოც მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტეს. „იმ გარემობის გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას. ვინაიდან, სასწავლო რესურსის დროს გამოიკვეთა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, მათ შორის, ისეთი სტიკერების განთავსება, რომელიც მიუღებელია კანონმდებლობით და კონსტიტუციით. შესაბამისად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რამდენიმე დარღვევაა კომპლექსურად, მათ შორის იმ სტიკერების გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ერთ-ერთი მოსწავლე ნამდვილად არ არის გარიცხული“, - აღნიშნავს მაია ხაჯიშვილი. ცნობისთვის, ხსენებული სკოლის მოსწავლემ, სკოლის სტენდზე, რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ჩამოხია. ამ დროშებთან ერთად სტენდზე სხვა ქვეყნების ეროვნული სიმბოლოებიც იყო განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს „სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის“ საყვედური გამოუცხადა. მანამდე, TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეს სასწავლო პროცესი იმის გამო დაატოვებინა, რომ მოზარდმა კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია.
ქვეყანაში 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე, მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი. ამასთან, 18 სკოლაა, სადაც დირექტორობის სურვილი არცერთმა კანდიდატმა არ გამოთქვა და ვაკანტურ თანამდებობაზე ნული განაცხადია შესული. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატის ელექტრონული რეგისტრაცია 2 მარტს დასრულდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დირექტორის თანამდებობა 1220 სკოლაშია ვაკანტური. ცნობისთვის, ქვეყანაში სულ 2086 საჯარო სკოლაა.