თეგი: დრონებით თავდასხმა
ISW: კრემლზე დრონებით შეტევა სავარაუდოდ, თავად რუსეთის მიერ იყო დადგმული
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთმა მოაწყო და ამაზე რამდენიმე მაჩვენებელი მიუთითებს. ISW-ს შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გადადგა ნაბიჯები რუსეთის შიდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათ შორის, მოსკოვშიც, და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა დრონმა საჰაერო თავდაცვის მრავალი ფენა გაარღვია და აფეთქდა ან ჩამოაგდეს კრემლის შუაგულში ისე, როგორც ეს კამერაზე ლამაზად დაფიქსირებულ სანახაობრივ კადრებში იყო მოცემული“. „ამასთან, ინციდენტზე კრემლის დაუყოვნებლივი, თანმიმდევრული და კოორდინირებული პასუხი მიანიშნებს, რომ თავდასხმა მომზადდა შიგნიდან და ისე, რომ მის მიზანმიმართულ პოლიტიკური ეფექტებს უხერხულობა გადაეწონა“, - აცხადებენ ამერიკულ ინსტიტუტში. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სმენია მოსკოვის ცნობებზე უკრაინის მიერ დრონებით კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ „მათი რამენაირად დადასტურება” არ შეუძლია. „უბრალოდ არ ვიცით… ნებისმიერ რამეს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი. ვნახავთ, რა ფაქტებია. და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ან სპეკულირება, როდესაც ფაქტები არ იცი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. რას ამბობს ზელენსკი მოსკოვის მტკიცებაზე, რომ კიევმა კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა რა პოზიცია აქვს აშშ-ს უკრაინის რუსეთზე თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, ბლინკენმა ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცავს თავს.
თეთრი სახლი მოსკოვზე დრონებით თავდასხმაზე: ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომის შედეგია და კრემლს შეუძლია, რომ ის ნებისმიერ მომენტში შეაჩეროს თავისი ჯარების უკრაინიდან გაყვანით. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა 24 ივლისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იტყობინება Ukrinform-ი. „ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. მათ დაიწყეს ეს ომი და მათ შეუძლიათ მისი დასრულება. მათ შეუძლიათ დაასრულონ ის ნებისმიერ დროს უკრაინიდან ძალების გაყვანით, მშვიდობიანი მოსახლეობაზე უკრაინის ქალაქებზე სასტიკი თავდასხმების განხორციელების ნაცვლად,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი, ომის დაწყებიდან 15 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველდღე ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე. „რუსეთმა დაბომბა ოდესის პორტი, დაიღუპნენ და დაშავდნენ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, მან გაანადგურა იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი, გაანადგურა ათიათასობით ტონა მარცვლეული, რომელიც განკუთვნილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის”, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გარკვევით განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებას. „მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან გარკვევით ვთქვით, რომ ყირიმი ნამდვილად უკრაინაა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. მოსკოვმა მის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ 24 ივლისს განაცხადა და მომხდარში ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა. კიევი თავდასხმებში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.