თეგი: დუმა
რუსეთის დუმა სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელს ამკაცრებს
სახელმწიფო დუმამ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის წინადადება წარადგინა. საუბარია ახალ მუხლებზე – „ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება“ და „ძარცვა“. რუსეთის დუმა სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელს ამკაცრებს. „ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებისთვის, პირს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ძარცვისთვის - 15 წლამდე“,- წერს ადვოკატი პაველ ჩიკოვი. ხოლო მობილიზაციისა და სამხედრო მდგომარეობის ერთ თვეზე მეტი ვადით დანაყოფის უნებართვო მიტოვებისთვის, სასჯელი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. კანონპროექტის მეორე მოსმენა დღეს იგეგმება. მესამე მოსმენის შემდეგ, კანონპროექტი ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.
რუსმა ქალმა აქტივისტებმა და მობილიზებულების დედებმა ომის შეწყვეტის მოთხოვნით, დუმას ღია წერილით მიმართეს
რუსეთში მობილიზებულთა და წვევამდელთა დედების საინიციატივო ჯგუფმა, რუსეთის დუმას ღია წერილით მიმართა. წერილის ავტორებს ემხრობა ომის საწინააღმდეგო მოძრაობა „ვესნა“, რომლიც ვებგვერდზეც ეს წერილი გამოქვეყნდა. ხელმომწერები მოითხოვენ, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას, ყველა ჯარისკაცის სახლში დაბრუნებასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობისგან წვევამდელი ჯარისკაცების დაცვას. „სამხედრო ქმედება ყოველთვის კატასტროფაა, რაც უნდა ოფიციალური ეწოდოს. ეს არის სისხლისღვრა, ძალადობა, ადამიანის ღირსების შელახვა, თავისუფლებათა და ადამიანის უფლებების შელახვა. ჩვენ შეშინებულები ვართ იმით, რაც ხდება. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამაში ჩვენი ვაჟების, ძმების, ქმრების, მამების მონაწილეობის, ჩვენ თვითონ არ გვინდა ამაში მონაწილეობა - ბოლოს და ბოლოს, მათ შორის არიან ქალი სამხედრო მოსამსახურეები, ექიმები“, - ნათქვამია წერილში. ღია წერილის ავტორებმა მოუწოდეს რუსეთში მცხოვრებ ყველა დედას, მხარი დაუჭირონ ამ მიმართვას. შეგახსენებთ, რომ ფემინისტური ანტი-ომის წინააღმდეგობა (ФАС) არის რუსი ფემინისტების ასოციაცია, რომელიც 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაარსდა.