რუსმა ქალმა აქტივისტებმა და მობილიზებულების დედებმა ომის შეწყვეტის მოთხოვნით, დუმას ღია წერილით მიმართეს

რუსეთში მობილიზებულთა და წვევამდელთა დედების საინიციატივო ჯგუფმა, რუსეთის დუმას ღია წერილით მიმართა.

წერილის ავტორებს ემხრობა ომის საწინააღმდეგო მოძრაობა „ვესნა“, რომლიც ვებგვერდზეც ეს წერილი გამოქვეყნდა.

ხელმომწერები მოითხოვენ, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას, ყველა ჯარისკაცის სახლში დაბრუნებასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობისგან წვევამდელი ჯარისკაცების დაცვას.

„სამხედრო ქმედება ყოველთვის კატასტროფაა, რაც უნდა ოფიციალური ეწოდოს. ეს არის სისხლისღვრა, ძალადობა, ადამიანის ღირსების შელახვა, თავისუფლებათა და ადამიანის უფლებების შელახვა. ჩვენ შეშინებულები ვართ იმით, რაც ხდება. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამაში ჩვენი ვაჟების, ძმების, ქმრების, მამების მონაწილეობის, ჩვენ თვითონ არ გვინდა ამაში მონაწილეობა - ბოლოს და ბოლოს, მათ შორის არიან ქალი სამხედრო მოსამსახურეები, ექიმები“, - ნათქვამია წერილში.

ღია წერილის ავტორებმა მოუწოდეს რუსეთში მცხოვრებ ყველა დედას, მხარი დაუჭირონ ამ მიმართვას. 

შეგახსენებთ, რომ ფემინისტური ანტი-ომის წინააღმდეგობა (ФАС) არის რუსი ფემინისტების ასოციაცია, რომელიც 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაარსდა.