თეგი: ეგილს ლევიტსი
ლატვიის პრეზიდენტი: ჩვენ დაცულები ვართ. NATO მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს იცავს
NATO იცავს მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რა თქმა უნდა, ლატვიის ჩათვლით. ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ალიანსის გენერალუდ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლევიტსის თქმით, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ზომას, რათა აჩვენონ მოსკოვს, რომ NATO მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია და რომ ამ გზით ისინი შეაკავებენ მოსკოვის შემდგომ აგრესიას. „ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ჩვენ დაცულები ვართ. ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყანა ვართ და სხვა მოკავშირეები დაგვიდგებიან გვერდით და დაგვიცავენ. NATO იცავს მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რა თქმა უნდა, ლატვიის ჩათვლით.ზომები, რომლებიც დღეს განვიხილეთ გენერალურ მდივანთან, მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ზომას, რათა ვაჩვენოთ მოსკოვს, რომ NATO მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია, მისი წევრი ქვეყნების ყველა ტერიტორია, მათ შორის ლატვიაში. ამ გზით ჩვენ მოსკოვის შემდგომ აგრესიას შევაკავებთ, მას მხოლოდ ძალადობა ესმის, NATO ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ორგანიზაციაა მსოფლიოში“, - განაცხადა ეგილს ლევიტსმა. იენს სტოლტენბერგი: ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
რუსეთის შეჭრა უკრაინაში ქმნის გლობალურ საფრთხეს, საქართველომ ეს გამოიარა 2008 წელს - ლევიტსი
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ქმნის გლობალურ საფრთხეს ყველა ქვეყნისთვის, საქართველომ ეს გამოიარა 2008 წელს, მაშინ მსოფლიოს რეაქცია ძალიან სუსტი იყო, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსიმ აზერბაიჯანში განაცხადა, სადაც ბაქოს მეათე გლობალური ფორუმი მიმდინარეობს. „რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ქმნის გლობალურ საფრთხეს ყველა ქვეყნისთვის, რადგან პირველად ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ასეთი აგრესიული ომი მიმდინარეობს. 1945 წლის შემდეგ აგრესიული ომები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით. 75 წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ომი დაბრუნდა სამხედრო ანარქიაში, როგორიც მანამდე იყო. ვფიქრობ, ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ, ასევე, რეგიონისთვის, რადგან რუსეთს, ცხადია, არ სურს მეზობელი ქვეყნების საზღვრების პატივისცემა. საქართველომ ეს გამოიარა 2008 წელს, მაშინ მსოფლიოს რეაქცია ძალიან სუსტი იყო და ეს იყო მიზეზი, თუ რატომ იფიქრა რუსეთმა, რომ შესაძლებელია ასეთი რამის გაკეთება. ამას მოჰყვა რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია. შემდეგ იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წელს“, – განაცხადა ლევიტსიმ.