ლატვიის პრეზიდენტი: ჩვენ დაცულები ვართ. NATO მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს იცავს

NATO იცავს მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რა თქმა უნდა, ლატვიის ჩათვლით. ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ალიანსის გენერალუდ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლევიტსის თქმით, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ზომას, რათა აჩვენონ მოსკოვს, რომ NATO მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია და რომ ამ გზით ისინი შეაკავებენ მოსკოვის შემდგომ აგრესიას.

„ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ჩვენ დაცულები ვართ. ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყანა ვართ და სხვა მოკავშირეები დაგვიდგებიან გვერდით და დაგვიცავენ. NATO იცავს მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რა თქმა უნდა, ლატვიის ჩათვლით.

ზომები, რომლებიც დღეს განვიხილეთ გენერალურ მდივანთან, მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ზომას, რათა ვაჩვენოთ მოსკოვს, რომ NATO მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია, მისი წევრი ქვეყნების ყველა ტერიტორია, მათ შორის ლატვიაში. ამ გზით ჩვენ მოსკოვის შემდგომ აგრესიას შევაკავებთ, მას მხოლოდ ძალადობა ესმის, NATO ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ორგანიზაციაა მსოფლიოში“, - განაცხადა ეგილს ლევიტსმა.


იენს სტოლტენბერგი: ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ