თეგი: ევროკაშირი

TOP 10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ყიდის

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ - აპრილში $ 1,111,267.3 შეადგინა. საქსტატის მიერ Europetime-სთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან ევროკავშირში იანვარ-აპრილში $275,050.0 ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე $836,217.3 ღირებულების პროდუქტი იმპორტირდა. რას ყიდის საქართველო ევროკავშირში -  TOP 10 პროდუქტი მადნები და კონცენტრატები სპილენძის -  $119,479.1 (44,907.1 ტონა) თხილი და სხვა კაკალი $ 21,061.7 - (4,228.9 ტონა) ფეროშენადნობები  $ 16,544.0 (9,574.2 ტონა); სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი- $14,455.9  (27,373.6 ტონა); მსუბუქი ავტომობილები (ცალი)    $12,996.4 (272 ტონა); ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) $10,981.0 (3,554,933  ლიტრი);  მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით  - $ 7,555.7 (2,170.7  ტონა); ეთილის სპირტი არადენატურირებული - $ 7,342.9 (2,293,804 ტონა); ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონები -$ 4,993.8   (31.7  ტონა); ნარჩენები და ჯართი სპილენძის - $3,507.5 (393.8 ტონა); დანარჩენი საქონელი -  $56,132.0 საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.