საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ - აპრილში $ 1,111,267.3 შეადგინა. საქსტატის მიერ Europetime-სთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან ევროკავშირში იანვარ-აპრილში $275,050.0 ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე $836,217.3 ღირებულების პროდუქტი იმპორტირდა.
რას ყიდის საქართველო ევროკავშირში - TOP 10 პროდუქტი
მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $119,479.1 (44,907.1 ტონა)
თხილი და სხვა კაკალი $ 21,061.7 - (4,228.9 ტონა)
ფეროშენადნობები $ 16,544.0 (9,574.2 ტონა);
სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი- $14,455.9 (27,373.6 ტონა);
მსუბუქი ავტომობილები (ცალი) $12,996.4 (272 ტონა);
ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) $10,981.0 (3,554,933 ლიტრი);
მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $ 7,555.7 (2,170.7 ტონა);
ეთილის სპირტი არადენატურირებული - $ 7,342.9 (2,293,804 ტონა);
ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონები -$ 4,993.8 (31.7 ტონა);
ნარჩენები და ჯართი სპილენძის - $3,507.5 (393.8 ტონა);
დანარჩენი საქონელი - $56,132.0
საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.