თეგი: ევროპარლამენტის პრეზიდენტი
მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში - მეცოლა
მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში, - ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, საქართველო მომავალი ევროპაშია. საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს - ბორელი „ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები უნდა ჩატარდეს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. რეფორმები გზაშია. მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე“, - განაცხადა მეცოლამ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.