მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში - მეცოლა

მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში, - ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, საქართველო მომავალი ევროპაშია.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები უნდა ჩატარდეს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. რეფორმები გზაშია. მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე“, - განაცხადა მეცოლამ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.