თეგი: ევროპოლი

ოლექსი დანილოვი: უკრაინა ევროპოლისგან ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებას ელოდება შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებით

"უკრაინა ევროპოლისგან ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებას ელოდება შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლურ პრესაში „იარაღის კონტრაბანდის“ შესახებ პუბლიკაცია ემთხვევა რუსეთის მიერ უკრაინის დისკრედიტაციისკენ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო სპეცოპერაციის დაწყებას, რომლის მიზანია მოკავშირეებისგან იარაღის მიწოდების შეწყვეტა. „ველოდებით საგნობრივ საუბარს ევროპოლის ოფიციალურ წარმომადგელებთან, ფაქტებით და მტკიცებულებებით უკრაინიდან „შავ ბაზარზე იარაღითა და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის“ თითქოსდა არსებული შემთხვევების შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად დაინტერესებულნი ვართ ინფორმაციის გაცვლით და მყისიერი რეაგირებით“, - აღნიშნა დანილოვმა. ცნობისთვის, 21 ივლისს, ევროპოლის სპიკერმა, იაპ ოპ გენ ოორტმა განაცხადა, რომ ევროპოლს უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ მონაცემები აქვს.

რამდენიმე ქვეყნის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - მედია

პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციის დროს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. საერთო ჯამში, პოლონეთში 23 ადამიანი დააკავეს (პოლონეთის რვა, უკრაინის ცხრა, ტუნისის ორი, საქართველოს ორი, ერაყისა და ბელორუსის ერთი მოქალაქე). ინფორმაციას პოლონეთის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ. ოპერაცია „ევროპოლის“ ჩართულობით ჩატარდა. პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი ოპერაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთაც ბელორუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები სავარაუდოდ, არალეგალურად გადაჰყავდათ.