პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციის დროს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
საერთო ჯამში, პოლონეთში 23 ადამიანი დააკავეს (პოლონეთის რვა, უკრაინის ცხრა, ტუნისის ორი, საქართველოს ორი, ერაყისა და ბელორუსის ერთი მოქალაქე). ინფორმაციას პოლონეთის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.
ოპერაცია „ევროპოლის“ ჩართულობით ჩატარდა.
პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი ოპერაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთაც ბელორუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები სავარაუდოდ, არალეგალურად გადაჰყავდათ.