თეგი: ელექტროენერგიის ექსპორტი
ევროკავშირი უკრაინისთვის ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდაზე მუშაობს - ფონ დერ ლაიენი
ევროკავშირი მუშაობს, რათა უკრაინაში, მოლდოვასა და ევროპის სხვა ქვეყნებში საექსპორტო ელექტროენერგიის მოცულობა გაზარდოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“ განაცხადა. „ევროკავშირი მუშაობს უკრაინაში, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის ოდენობის გაზრდაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსული იერიშებისა და დაბომბვების მიუხედავად, უკრაინის ელექტრო ქსელი ფუნქციონირდეს“, - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა. მისი თქმით, ბოლო დროს დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის და ხერსონის რეგიონებში 30 საავადმყოფოსთვის 40 დიდი გენერატორი მიწოდეს, ხოლო მანამდე უკრაინას 800 გენერატორი გადასცეს.
ისტორიაში პირველად, უკრაინის სახელმწიფო კომპანია Centrenergo ელექტროენერგიის ექსპორტს მოლდოვით იწყებს
უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია Centrenergo-მ, რომელსაც უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდი (SPFU) მართავს, ელექტროენერგიის ექსპორტი პირველად დაიწყო. ამის შესახებ SPFU იტყობინება. 26 აპრილს, Centrenergo-მ, რომელსაც SPFU მართავს, პირველად თავის ისტორიაში დაიწყო ელექტროენერგიის ექსპორტი. „პირველი უცხოელი მყიდველი მოლდოვა გახდა“, - ნათქვამია განცხადებაში. Centrenergo-ს თანახმად, ექსპორტი საშუალებას მისცემს კომპანიას, შეამციროს დამოკიდებულება ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე და მოიპოვოს წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე. „კომპანია ავითარებს თანამშრომლობას ევროპის ენერგეტიკულ სექტორთან ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიზნით“, - განმარტა კომპანიამ.
საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული ოდენობის ელექტროენერგია გავიდა
2023 წლის პირველ 5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული ოდენობის ელექტროენერგია გავიდა. კერძოდ, იანვარ-მაისში ექსპორტმა 415.9 მლნ კვტ.სთ შეადგინა, მიღებულმა შემოსავალმა კი 29.9 მლნ აშშ დოლარი. მსგავსად მაღალი რიცხვები წლის ამ პერიოდში არასდროს დაფიქსირებულა. ინფორმაციას Bpn.ge ავრცელებს. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებლები 272.1 მლნ კვტ.სთ და 23.8 მლნ აშშ დოლარი იყო. სად გადის ელექტროენერგია საქართველოდან? მთავარი იმპორტიორია თურქეთია და მასზე 26.7 მლნ აშშ დოლარი მოდის, შემდეგი კი სომხეთია 3.1 მლნ აშშ დოლარით. აზერბაიჯანისა და რუსეთის წილი მიზერულია. რაც შეეხება იმპორტს, ამავე პერიოდში ქვეყანაში 600.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 1.2 მლრდ კვტ.სთ-ზე 47.9%-ით ნაკლებია. საგულისხმოა, რომ წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება საგრძნობლად დაბალია და 766.6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა გასულ წელს 34.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან თითქმის ორჯერ მეტი ელექტროენერგია შემოვიდა, იმპორტირებულ ღირებულებაში სხვაობა მაინც მკვეთრია. მიახლოებითი დათვლით, 1 მგვტ.სთ (1 მგვტ.სთ = 1000 კვტ.სთ) ელექტროენერგიის ღირებულება წელს 1.3 აშშ დოლარია, შარშან კი 30.1 აშშ დოლარს შეადგენდა.