თეგი: ემანულე მაკრონი
ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და გაიმარჯვოს. BBC წერს, რომ ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი მიზნად ისახავენ, დაუპირისპირდნენ მათი ქვეყნების მიერ გამოხატული მხარდაჭერისადმი არსებულ კრიტიკას და კიევს შესთავაზონ როგორც ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, ასევე - იარაღი“. უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? კიევამდე, ლიდერები ირპენში ჩავიდნენ. „ირპენი უკრაინაშია. ჩვენ ვნახეთ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე, უკრაინელი ქალებისა და კაცების გმირობა, რომლებმაც შეაჩერეს რუსული არმია. უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. მან უნდა შეძლოს გამარჯვება", - წერს მაკრონი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ემანულ მაკრონი: როდესაც ომი დაიწყო, ვცდილობდით, დიალოგისთვის ხელი შეგვეწყო, მაგრამ ამ მომენტისთვის დიალოგის დრო ჯერ არ დამდგარა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დიალოგის დრო ჯერ არ დადგა, რადგან რუსეთმა ომის ესკალაცია აირჩია. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ევროპული ომი, ეს არის ომი, რომელიც ეხება მთელ მსოფლიოს. „ამ აგრესიას გამართლება არ აქვს“, - ამბობს მაკრონი. „როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ ერთიანობა და სოლიდარობა გამოვავლინეთ, აქტიურად ვმოქმედებდით და ვცდილობდით დიალოგისთვის ხელშეწყობას იქ, სადაც შესაძლებელი იყო. მაგრამ ამ მომენტისთვის დიალოგის დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან რუსეთი ირჩევს ომს, ირჩევს ომის ესკალაციას. რუსეთმა გადაწყვიტა, დაარტყას სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ჩაიდინოს ომის დანაშაულები“, - განაცხადა მაკრონმა პარასკევს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას. ამავე გამოსვლაში მაკრონმა აღნიშნა, რომ არ სჯერა, რუსეთში რეჟიმის ცვლილება რაიმეს გამოიწვევს. „არ მჯერა, რომ რეჟიმის შეცვლა რაიმეს გამოიწვევს. როცა მესმის, რომ ბევრი ადამიანი მხარს უჭერს რეჟიმის შეცვლას, ვკითხულობ: რით შეიცვალოს? ვინ არის შემდეგი? ვინ არის შენი ლიდერი? გასული ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ბევრ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლა, რომლებიც წარუმატებელი იყო“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ორბანი: მაკრონთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, უნგრეთის პოზიცია ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ მკაფიოა
ვიქტო ორბანი მაკრონთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. მაკრონმა ელისეის სასახლეში ორბანს 7 დეკემბერს უმასპინძლა და ამ დრომდე მას კომენტარი ჰქონდა გაკეთებული. მან საფრანგეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დეტალები არ დააკონკრეტა. „უნგრეთის პოზიცია ევროკავშირის ლიდერების დეკემბრის სამიტის წინ მკაფიოა," - წერს ორბანი. ელისეის სასახლეში ასევე არ საუბრობენ შეხვედრის შედეგებზე, რომელიც ხუთშაბათს 20:30 საათზე შედგა. მედიის ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე მაკრონი ოპტიმისტურად იყო განწყობილი ორბანის დარწმუნების თვალსაზრისით, რომელიც 14-15 დეკემბერს სამიტზე უკრაინის შესახებ ევროკავშირის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დაბლოკვას აპირებს. ხუთშაბათს ორბანმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი ესპანეთის და მოუწოდა მას, რომ სამიტზე უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი არ განიხილონ.