თეგი: ენერგოდარი
ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ენერგოდარის დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
რუსმა ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში, ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ენერგოდარის დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უკრაინული მედიის ცნობით, დაბომბვისას კაცი ძაღლს ასეირნებდა. მოკლულია ძაღლიც. ქალაქის მერის თქმით, არაინ დაშავებულებიც. უფრო ადრე, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ქალაქის ქუჩებში გამოსვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.
ზაპოროჟიეს ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში აფეთქებების ხმას ისმის
ზაპოროჟიეს ოლქში, ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში აფეთქებების ხმას ისმის. მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ენერგოდარის მერმა დმიტრო ორლოვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. „იყავით უკიდურესად ფრთხილად და დატოვეთ ქუჩები“, - ამბობს ორლოვი. 14 აგვისტოს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელი ენერგოდარის დაბომბვისას დაიღუპა, ორი ადამიანი დაიჭრა. უკრაინის სახელმწიფო კომპანია Energoatom-ის განცხადებით, ოკუპანტების მიერ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიოდულმა დაბომბვამ სადგურის უსაფრთხო მუშაობას სერიოზულ საფრთხე შეუქმნა. ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ავარიულმა დაცვამ იმუშავა და სამი მოქმედი ელექტროსადგურიდან, ერთი ახლა გამორთულია. 14 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, მსოფლიოს ქვეყანებმა, მათ შორის, საქართველომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან. გაერო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: შესაძლოა, კატასტროფამდე მივიდეთ ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
უკრაინა: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო
დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში ვითარება „საშიშია“. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა. ის ქალაქის ევაკუაციის გეგმაზე საუბრობს. სტარუხის თქმით, სამოქალაქო დაცვის ზომების სრულად განხორციელება რთულია, რადგან ტერიტორიის ნაწილი მტრის ძალებმა დაიპყრეს. „ვითარება საშიშია არამხოლოდ ზაპოროჟიეს რეგიონისთვის. თუ გადავხედავთ სავალდებულო ევაკუაციის ზონას, ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარიის გამო, მაშინ საუბარია 200 000-ზე მეტ ადამიანზე ჩვენს რეგიონში და 200 000-ზე დნიპროპეტროვსკში. საუბარია ქალაქებზე: ნიკოპოლი, მარგანეცი, ენერგოდარი, ვასილივკა, დნიპროუდნე და სხვა“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რაც შეეხება რადიაციის დონეს ატომურ ელექტროსადგურზე, მისი თქმით, „ვითარება სტაბილურია. ინდიკატორები არ აღემატება ნორმას, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს, იქ შეჭრილი ძალების უაზრო ქმედებების გამო“. ვოლოდიმირ ზელენსკი: ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა, დარტყმა აღმოჩნდეს თურქეთის და საქართველოსთვის უკრაინა რუსთს შეიარაღებულ პროვოკაციებში ადანაშაულებს, მათ შორის, ატომური სადგურის უშუალო სიახლოვეს, რომელიც ევროპაში უდიდესია. უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, ყველა სცენარისთვის ვემზადებით გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“. მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.