თეგი: ენტონი ბლინკინი
აშშ-ის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრობმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს
აშშ-ის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ჯარებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 23 მარტს განაცხადა. „დღეს შემიძლია გამოვაცხადო, რომ ამჟამად ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით აშშ-ის მთავრობამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარების წევრებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში,“ - თქვა ბლინკენმა. „ჩვენი შეფასება ემყარება ხელმისაწვდომი საჯარო და სადაზვერვო ინფორმაციის გულდასმით შესწავლას. როგორც ნებისმიერი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში, საბოლოოდ სასამართლოა პასუხისმგებელი კონკრეტულ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის დადგენისთვის,“- ბლინკინმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 16 მარტს ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ომის დამნაშავე“ უწოდა, რამაც მოსკოვის რისხვა გამოიწვია. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“
ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა პატიმრების გაცვლის თაობაზე ტელეფონით ისაუბრეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პატიმრების გაცვლის თაობაზე ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს ამერიკის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგასთან საუბარს „გულწრფელი და პირდაპირი“ უწოდა. მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-სა და რუსეთს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ერთმანეთთან სატელეფონო საუბარი გამართეს მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო. „მე დიდად ვეცადე დამერწმუნებინა კრემლი, რომ მიეღოთ არსებითი წინადადება, რომელიც ჩვენ პოლ უელანისა და ბრიტნი გრინერის გათავისუფლების შესახებ დავაყენეთ“, - აღნიშნა ბლინკენმა. როგორც მედია წერს, ამერიკული მხარე რუსეთს სთავაზობს აშშ-ის მოქალაქეები რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვალონ.