აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პატიმრების გაცვლის თაობაზე ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამერიკის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგასთან საუბარს „გულწრფელი და პირდაპირი“ უწოდა.
მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-სა და რუსეთს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ერთმანეთთან სატელეფონო საუბარი გამართეს მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს უკრაინაში ომი დაიწყო.
„მე დიდად ვეცადე დამერწმუნებინა კრემლი, რომ მიეღოთ არსებითი წინადადება, რომელიც ჩვენ პოლ უელანისა და ბრიტნი გრინერის გათავისუფლების შესახებ დავაყენეთ“, - აღნიშნა ბლინკენმა.
როგორც მედია წერს, ამერიკული მხარე რუსეთს სთავაზობს აშშ-ის მოქალაქეები რუს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტში გაცვალონ.