თეგი: ერთიანი ეროვნული გამოცდები
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები – მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მაგისტრობის კანდიდატებისთვის გამოცდა კი 26-27 ივლისსაა დანიშნული. გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს: ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენა და ლიტერატურა: 4 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 6 ივლისი (პირველი სესია); 4 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა; 8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა; უცხოური ენა: 11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 13 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა; 13 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა; 13 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა; 13 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა; ფიზიკა 14 ივლისი (მეორე სესია); ლიტერატურა 14 ივლისი (მეორე სესია); ქიმია 15 ივლისი (მეორე სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 15 ივლისი (მეორე სესია); ისტორია: 18 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 19 ივლისი (პირველი სესია); ზოგადი უნარები 19 ივლისი (მეორე სესია); ბიოლოგია 20 ივლისი (მეორე სესია); გეოგრაფია 21 ივლისი (მეორე სესია); სამოქალაქო განათლება 22 ივლისი (პირველი სესია); სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 6 ივლისი (მეორე სესია); საერთო სამაგისტრო გამოცდა 26 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა; 27 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა; საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა 6 ივლისი (მეორე სესია) – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა; 7 ივლისი (პირველი სესია): ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); 7 ივლისი (მეორე სესია): მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); მუსიკა; სამოქალაქო განათლება (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); 14 და 15 ივლისი (პირველი სესია) პროფესიული უნარები; 14 ივლისი (მეორე სესია) ბიოლოგია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); 15 ივლისი (მეორე სესია): გეოგრაფია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); აზერბაიჯანული ენა; 19 ივლისი (მეორე სესია) ქიმია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); 20 ივლისი (პირველი სესია) ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); სომხური ენა; 21 ივლისი (პირველი სესია) ისტორია (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სპორტი; ფიზიკა (საბაზო ან /და საშუალო საფეხური); 22 ივლისი (პირველი სესია) ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი; 24 ივლისი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი; 25 ივლისი ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი; რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი; გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი; ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან /და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი 08:00 საათიდან დაიწყო, გამოცდები კი ზუსტად 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს
პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მსჯავრდებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. „სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება, რაც მსჯავრდებულებს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობას მისცემს. სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.~ ასევე წაიკითხეთ: ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც ცნობილია, შედეგები 12:00 საათზე გახდება ცნობილი. „დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე). საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დასრულდა რეგისტრაცია 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის. რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი;სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000 - ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000 - ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.აბიტურიენტების საყურადღებოდ: ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ. თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნა შესაბამისი გრაფა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 2 მარტს, ხოლო მასწავლებლის საგნის, ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის 10 მარტს დაიწყო. ამ გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა 3 აპრილის 18:00 საათზე ამოიწურა. რეგისტრაცია პროფესიული უნარების გამოცდისა (წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის) და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის უახლოეს მომავალში დაიწყება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
NAEC-ი განმარტავს, რატომ განუცხადეს უარი აბიტურიენტს დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება ერთ-ერთი აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრში გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ წარადგინეს, შესაბამისად, „შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია.“ ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ ცენტრმა სასამართლოს განჩინება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრა. „2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შევიდა ცვლილება - ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტებს მიეცათ დამატებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო: ა) ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გამოცდის დღეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის გამო არანაკლებ 24 საათის განმავლობაში; ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო; გ) დაუძლეველი ძალის გამო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება. გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას,“ - წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილსაც NAEC-მა გამოცდის დანიშვნაზე უარი განუცხადა
შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილიც NAEC-მა დამატებით გამოცდაზე არ დაუშვა
შიმშილობა დაიწყო აბიტურიენტის დედამ, რომლის შვილსაც „გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად განუცხადა უარი გამოცდის დანიშვნაზე. „მე ვიშიმშილებ მამამ, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდებობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს, მისცენ ჩემს შვილს საშუალება, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც მისი მკურნალობის და განათლების მიღების უფლება არ დაირღვევა," - აცხადებს აბიტურიენტის დედა. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ერთ-ერთი აბიტურიენტის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ „გამოცდების ეროვნული ცენტრი" სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. კერძოდ, დამატებით ტესტირებას არ ნიშნავს იმ გამოსაცდელისთვის, რომელმაც გამოცდაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. 27 ივლისს გახდა ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას მოითხოვდა.