შიმშილობა დაიწყო მშობელმა, რომლის შვილიც NAEC-მა დამატებით გამოცდაზე არ დაუშვა

შიმშილობა დაიწყო აბიტურიენტის დედამ, რომლის შვილსაც „გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად განუცხადა უარი გამოცდის დანიშვნაზე.

„მე ვიშიმშილებ მამამ, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდებობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს, მისცენ ჩემს შვილს საშუალება, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც მისი მკურნალობის და განათლების მიღების უფლება არ დაირღვევა," - აცხადებს აბიტურიენტის დედა.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", რომელიც ერთ-ერთი აბიტურიენტის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ „გამოცდების ეროვნული ცენტრი" სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. კერძოდ, დამატებით ტესტირებას არ ნიშნავს იმ გამოსაცდელისთვის, რომელმაც გამოცდაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

27 ივლისს გახდა ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას მოითხოვდა.