თეგი: ზარალი
რა ზარალი მიადგა რუსუთის ფედერაციას, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია. რა ხდებოდა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომზე, აფეთქებამდე 4 საათით ადრე უკრაინული Forbes ასევე რუსული სამხედრო თვითმფრინავების სავარაუდო ღირებულებაზე წერს: Су-30СМ – $50 მლნ, Су-24МР – $6 მლნ, Ил-76 – $86მლნ. რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა - CNN ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა. ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს
პოლონეთი რუსეთისგან, სსრკ-სგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
პოლონეთის ხელისუფლება აპირებს გამოთვალოს, თუ რა ზარალი მიადგა ქვეყანას საბჭოთა კავშირისგან და რუსეთს კომპენსაცია მოსთხოვონ. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, საბჭოთა კავშირის გამო მიყენებული სამხედრო დანაკარგების შესახებ ანგარიშის მომზადება იმ კვლევების საფუძველზე იგეგმება, რომლებიც ნაცისტური გერმანიის მიერ ქვეყანისთვის მიყენებული ზარალის დადგენისას გამოიყენეს. შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბერს ვარშავამ წარმოადგინა ანგარიში ზარალის შესახებ, რომელიც ნაცისტური გერმანიის თავდასხმის შედეგად ქვეყანას მიადგა. ზარალი $1,3 ტრილიონად შეფასდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში პოლონეთმა გერმანიას ამ თანხის გადახდის მოთხოვნით დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ გერმანიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არაფერს გადაიხდიან.