თეგი: ზიმბაბვე

რუსეთმა ზიმბაბვესთან „მშვიდობიანი ატომის“ შესახებ შეთანხმება გააფორმა

რუსეთმა და ზიმბაბვემ ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. რუსული მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს ზიმბაბვეს ენერგეტიკის მინისტრმა, სოდა ჟემუმ და რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის როსტომის ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა. ცერემონია სანქტ-პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის სამიტის ფარგლებში გაიმართა.  

ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა

ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა ხმების 52,6%-ით მეორე ვადით აირჩიეს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხმის მიცემა ფართოდ გაყალბდა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი განაცხადეს, რომ კენჭისყრა დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება. საარჩევნო კომისიამ (ZEC) განაცხადა, რომ მნანგაგვას მთავარმა კონკურენტმა, მოქალაქეთა კოალიცია ცვლილებისთვის (CCC) კანდიდატმა ნელსონ ჩამისამ ხმების 44% მიიღო. ზიმბაბვეს პარტია საპარლამენტო არჩევნებში ასევე გამარჯვებულად გამოცხადდა, როდესაც 210 ადგილიდან 136 მოიპოვა. CCC-მ - 73. კიდევ 60 ადგილი ქალებისთვის არის განკუთვნილია, სადაც პროპორციული წარმომადგენლობით ინიშნებიან. BBC წერს, რომ ზიმბაბვეელები კვლავ მაღალი ინფლაციისა და სიღარიბის პრობლემის წინაშე დგანან. ზიმბაბვეელების მხოლოდ 25%-ს აქვს ოფიციალური სამუშაო ადგილი. 80 წლის ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტი 2017 წელს მოწყობილი გადატრიალების შემდეგ გახდა. წინასაარჩევნო პერიოდში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ყველა, ვინც მის პარტიას მისცემდა ხმას, სამოთხეში მოხვდებოდა. აშშ-სა და ევროკავშირს ზიმბაბვეს წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული. ქვეყანას წლების განმავლობაში ავტოკრატი ლიდერი რეობერტ მუგაბე მართავდა. ის 2019 წელს გარდაიცვალა.