თეგი: თბილისის სატრანსპორტო კომპანია
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობა ედებათ. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო და ოპერატული ღონისძიებების შედეგად, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს. ზემოთხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კახა კალაძე: მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსებით - ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ
თბილისის მერის განცხადებით, კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მის უწყებაში კორუფციის ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს „ყოველთვის ვსაუბრობდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ახლაც, განსაკუთრებით წლის დასაწყისში, ამ თემას მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელებით, ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებ და ვერავინ გაიგებსო. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ყოველთვის მზადაა, რომ ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა გამოხატოს, თუმცა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული იქნება. „კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია, რათა უკანონობა არავინ დაუშვას. იცით, რომ ჩემი მხრიდან ყოველთვის გაქვთ თანადგომა. თუ რაიმე საჭიროებაა, პირადი დახმარებაა, მაქსიმალურად მზად ვარ, გვერდით დაგიგდეთ, ხელი შეგიწყოთ, მაგრამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული ვიქნებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 4 თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდების საქმეზე დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები და ასევე ფაქტების ამსახველი ვიდეო-აუდიომტკიცებულებები, საიდანაც იკვეთება, რომ ქრთამის აღებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამასთან, საქმეზე გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
დროის გარკვეულ მონაკვეთებში, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უფასო იქნება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 15 აპრილს, საღამოს 23:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, 16 და 17 აპრილს, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. „აღდგომას, საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. რაც შეეხება 16 და 17 აპრილს, ამ დღეებში, სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ისინი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგური დიდუბიდან დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. ასევე, „დელისის“ მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენაც, მარჯანიშვილის მეტროდან და სადგურის მოედნიდან კუკიას სასაფლაოს მიმართულებით, ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, სარაჯიშვილის მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუა მთის ქუჩიდან და ვარკეთილის მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე, ნახსენები დროის განმავლობაში, ავტობუსები უფასოდ ივლიან“, - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. „16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ისინი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგური „დიდუბიდან“ დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. ასევე, „დელისის“ მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენაც, „მარჯანიშვილის“ მეტროდან და „სადგურის მოედნიდან“ კუკიის სასაფლაოს მიმართულებით, ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, „სარაჯიშვილის“ მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუა მთის ქუჩიდან და „ვარკეთილის“ მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე. ნახსენები დროის განმავლობაში, ავტობუსები უფასოდ ივლიან“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.