თბილისის მერის განცხადებით, კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მის უწყებაში კორუფციის ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს
„ყოველთვის ვსაუბრობდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ახლაც, განსაკუთრებით წლის დასაწყისში, ამ თემას მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელებით, ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებ და ვერავინ გაიგებსო. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ყოველთვის მზადაა, რომ ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა გამოხატოს, თუმცა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული იქნება.
„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია, რათა უკანონობა არავინ დაუშვას. იცით, რომ ჩემი მხრიდან ყოველთვის გაქვთ თანადგომა. თუ რაიმე საჭიროებაა, პირადი დახმარებაა, მაქსიმალურად მზად ვარ, გვერდით დაგიგდეთ, ხელი შეგიწყოთ, მაგრამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული ვიქნებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.