თეგი: იენს სტოლტენერგი
ანკარა: შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება
ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება და მადრიდში NATO-ს მოახლოებული სამიტი ამ შემთხვევაში ბოლო წერტილი არ არის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ორი სკანდინავიური ქვეყნის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტოლტენბერგი: შვედეთი მზადაა, უსაფრთხოების საკითხზე თურქეთის შეშფოთება გადაჭრას „როგორც ადრე აღვნიშნეთ, NATO-ს სამიტი (მადრიდში) ჩვენთვის არ არის გარდამტეხი ან საბოლოო წერტილი. ამიტომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამის შესახებ ჩვენს თანამოსაუბრეებს ფინეთიდან და შვედეთიდან ღიად ვუთხარით“, - განაცხადა კალინმა. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ თურქეთი ელის, რომ შვედეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ტერორისტული დაჯგუფების PKK-ის საქმიანობის წინააღმდეგ. ამასთან, პრესმდივანმა დასძინა, რომ შვედეთის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული განცხადებები უკვე გააჟღერა. თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა შვედეთს და ფინეთს, აღკვეთონ მათ ტერიტორიაზე ნებისმიერი თანხების შეგროვება PKK-სთვის. ასევე მისი საქმიანობა და თურქეთის წინააღმდეგ პროპაგანდა. NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინიციატივით, ბრიუსელში, ბლოკის შტაბ-ბინაში თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებს შორის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა. ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია. სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ