თეგი: ინფრასტრუქტურა

მინისტრი: ლვოვის აეროპორტი შესაძლოა, გახდეს პირველი, რომელიც მუშაობას განაახლებს, თუ მისი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა კიევში იალტის ევროპული სტრატეგიის (YES) ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის აეროპორტების მუშაობის განახლებას ტექნიკურად ორი კვირა დასჭირდება. თუმცა მისივე განმარტებით, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მუშაობის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება საერთაშორისო პარტნიორებისა და გაეროს მიერ, უკრაინის აეროპორტებმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც რუსეთმა 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  

ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვასა და შუა დერეფნის განვითარებაზე, 4 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებმა იმსჯელეს

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებაზე თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს რუმინეთში გამართული ფორუმის მონაწილეებმა. „დერეფანი კასპიის ზღვა - შავი ზღვა და პორტი კონსტანცა - გზა ევროპისკენ" ფარგლებში მოწყობილს შეხვედრას საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და რუმინეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის ორგანიზატორები კონსტანცის პორტის ბიზნეს ასოციაცია და რუმინეთში ყაზახეთის საელჩო იყვნენ. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ეს იყო ერთგვარი პლატფორმა ბიზნესის, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს და საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და რუმინეთის წარმომადგენლებისთვის, რათა განეხილათ ყველაზე აქტუალური საკითხები მარშრუტის განვითარებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით. მედია წერს, რომ სხვა საკითხებს შორის იყო ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ასევე, საბაჟო პროცედურების გამარტივება, რომ შესაბამისად, საქონლის ტრანზიტი გამარტივდეს. 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.  შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. ცნობისთვის, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

იტალიური და გერმანული კომპანიები ჩაერთვებიან ეუთოს „მწვანე პორტების“ პროექტში, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს

ევროპული კომპანიები კასპიის რეგიონში „მწვანე პორტების“ განვითარების მიზნით, ეუთოს პროექტებში მონაწილეობენ. ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის კოორდინატორის ოფისმა (OCEEA), „მწვანე პორტების“ პროექტი ოფიციალურად 2019 წელს დაიწყო - მისი მიზანია, დაეხმაროს კასპიისა და შავი ზღვის პორტების განსაზღვრულ რაოდენობას - ბაქოს პორტს აზერბაიჯანში, აქტაუსა და კურიკს ყაზახეთში, „თურქმენბაშის“ პორტს თურქმენეთში და ბათუმის პორტს საქართველოში. ბათუმის პორტმა „Green Port“ სტატუსი OSCE-ის მხარდაჭერით და EcoPorts PERS სტანდარტის მიხედვით, გარემოს მართვის სისტემის შესაბამისი სერთიფიკატი მიიღო 2024 წლის 7 ოქტომბერს მიიღო. აზერბაიჯანული მედიის  ცნობით, გლობალურმა საინჟინრო საკონსულტაციო, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების ჯგუფმა RINA-მ და პორტების, ტერმინალებისა და ლოგისტიკის წამყვანმა საკონსულტაციო გერმანული კომპანია HPC Hamburg Port Consulting-მა, ეუთოს პროექტის „მწვანე პორტებისა და კავშირგაბმულობის ხელშეწყობა კასპიის ზღვის რეგიონში“ ფარგლებში, ხუთწლიანი კონტრაქტი მიიღეს. RINA არის იტალიის საერთაშორისო საინჟინრო, საკონსულტაციო და სერტიფიცირების კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ენერგეტიკის, ტრანსპორტის/მრეწველობის მდგრად და ციფრულ გადაწყვეტილებებში. HPC Hamburg Port Consulting არის გერმანული საკონსულტაციო ფირმა, რომელიც ორიენტირებულია პორტის ინფრასტრუქტურაზე, ლოგისტიკასა და დიგიტალიზაციაზე - მხარს უჭერს პორტების ეფექტიან და მდგრად ოპერაციებს. ხუთწლიანი პროგრამის განმავლობაში, RINA და HPC, ეუთოს თითოეული პორტისთვის მორგებული ანალიზისა და სამოქმედო გეგმების მიწოდებაში დაეხმარებია, რაც ხელს შეუწყობს დაბალი ნახშირბადის ემისიების მქონე ოპერაციებისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებას, მათ შორის, ინსტიტუციური გაძლიერების ღონისძიებებიც მოიაზრება. „ძირითადი სამუშაო ნაკადები მოიცავს განახლებადი ენერგიისა და კლიმატის ადაპტაციის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს, გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ციფრული სისტემების დიზაინს, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელებას და სასწავლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს ონლაინ კურსებს ევროპის წამყვან პორტებში სასწავლო ვიზიტებთან. ამ ძალისხმევის კოორდინირებით სხვადასხვა ქვეყანაში, პროექტი ხელს უწყობს თანამშრომლობას აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთსა და საქართველოს შორის, რაც ეხმარება ეროვნული პორტების სტრატეგიების ჰარმონიზაციას და მდგრადობის გაძლიერებას შუა დერეფნის მასშტაბით,“ - განმარტა HPC Hamburg Port Consulting-მა. კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი ასევე შექმნის ქვეყნებისშორისი თანამშრომლობის პლატფორმას მონაწილე პორტებს შორის ცოდნის გაცვლის შესანარჩუნებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია კვლავ საერთო რეგიონულ მიზნად დარჩეს.