მინისტრი: ლვოვის აეროპორტი შესაძლოა, გახდეს პირველი, რომელიც მუშაობას განაახლებს, თუ მისი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა კიევში იალტის ევროპული სტრატეგიის (YES) ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის აეროპორტების მუშაობის განახლებას ტექნიკურად ორი კვირა დასჭირდება.

თუმცა მისივე განმარტებით, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მუშაობის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება საერთაშორისო პარტნიორებისა და გაეროს მიერ, უკრაინის აეროპორტებმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც რუსეთმა 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.