თეგი: იოჰანეს ჰანი

იოჰანეს ჰანი: საქართველო ძალიან დაკავებულია თავისი ევროპული მომავლის ფორმირებით

საქართველო ძალიან დაკავებულია თავისი ევროპული მომავლის ფორმირებით. ჩვენი ქართველი პარტნიორები სწორად არიან ორიენტირებულნი მომავალ უზარმაზარ სამუშაოზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაუახლოვდნენ ევროკავშირს, – ამის შესახებ ბიუჯეტის და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „საქართველო ძალიან დაკავებულია თავისი ევროპული მომავლის ფორმირებით. მოხარული ვარ, რომ მივიღე ამბიციური და რეალისტური სიახლე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისგან. ჩვენი ქართველი პარტნიორები სწორად არიან ორიენტირებულნი მომავალ უზარმაზარ სამუშაოზე, რაც მათ საშუალებას აძლევს დაუახლოვდნენ ევროკავშირს!“, – წერს იოჰანეს ჰანმა.  

იოჰანეს ჰანი: ირაკლი ღარიბაშვილთან ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ

კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ, - ამის შესახებ ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანი „ტვიტერზე წერს. რა საკითხები განიხილეს პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა „სასიამოვნო იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა "ევრაზიული შუა დერეფნის ბილიკიდან გზატკეცილად გარდაქმნის" საკითხზე, სადაც ჩემთან ერთად საუბრობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და "ლიმაკ" ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი. ეკვროკავშირისთვის დაკავშირებადობა და ევრაზიის შუა დერეფანი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო და არის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაზრდელად,“- აღნიშნულია „ტვიტში“. ამასთან, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს, გაუტამ ადანის შეხვდა. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დიდ პოტენციალსა და რესურსებზე ისაუბრა. „2022 წელს გაუტამ ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება. Adani Group 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23000 ადამიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ჰანი დავოსის პანელურ დისკუსიაზე: ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს აღებული სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი და ერთგულნი ვართ ამის უფრო მეტად, ვიდრე ადრე

სამხრეთ კავკასია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არსებობდეს მთელ რეგიონში, სამივე ქვეყანაში. ჩვენ ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს რეგიონისადმი აღებული, ერთგულნი ვართ ამის კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ადრე“, – ამის შესახებ ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარმა, ოჰანეს ჰანმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“. იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ შუა დერეფანს ევროპისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენ საუბარი გვაქვს ხშირად დერეფანზე და არა გვირაბზე, ცნებებს, სახელდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, შუა დერეფანს აქვს დიდი მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარებისთვის ზოგადად მთელ რეგიონში. თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა სხვა ასპექტი, რაც ამ ტრანზტს მოჰყვება. ევროკავშირისთვის ეს არ არის მხოლოდ გარანტირებული მიწოდების ჯაჭვი, ეს არის ბევრი სხვა ასპექტი და საკითხი. ჩვენ ვხედავთ ამაში მშვიდობასაც და სტაბილურობასაც ჩვენს სამეზობლოში. რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, სადაც სამი ქვეყანაა, ამ პანელზე ორი არის წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არსებობდეს მთელ რეგიონში, სამივე ქვეყანაში. ნებისმიერი ჩართულობა, ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს მიზანმიმართული მეტი სტაბილურობისკენ და ეს ინიციატივა სწორედ ასეთია. მეტი მონაწილეები, მეტი მოსარგებლეები, ჩინეთიდან დაწყებული ევროპით დამთავრებული იქნებიან ამ პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი წვლილს შეიტანს სტაბილურობაში და, ჩვენი გადმოსახედიდან, მრავალეროვნულობაში. სტრატეგიული პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და დერეფანია. დებატები დეფერანთან დაკავშირებით არა მარტო მიწოდების ჯაჭვზეა, არამედ საკითხების უფრო ფართო სპექტრია“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა. იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროპისთვის აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. „ეს პარტნიორობა არის ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი ინსტრუმენტების, რომელიც შეიძლება, იქნას გამოყენებული. ჩვენ გვყავს ჩვენი საინვესტიციო ბანკები, გარანტირებული სქემები არსებობს, განსხვავებული საკონტრაქტო ურთიერთობები გვაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან, რადგან, საბოლოოდ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გადასაწყვეტია, მათი პრეროგატივაა, რა პირობებს შეარჩევენ. მაგალითად, საქართველოსთან გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, აზერბაიჯანთან არ გვაქვს ასეთი ინტენსიური თანამშრომლობა, მაგრამ ამას პატივს ვცემთ. რაც შეეხება საბაჟო ადმინისტრირებას, ამაზე შეიძლება, მომავალში ვისაუბროთ. ეს რეგიონი სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება იყოს ევროპისთვის ძალიან საინტერესო, ასეთი მიმართულებით თუ წარიმართება და განვითარდება საქმე და მოვლენები, არა მარტო ომის გამო, ომამდეც, ზუსტად იმ მიზეზების გამო, რაც ვახსენე, ეს რეგიონი იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს რეგიონისადმი აღებული, ერთგულნი ვართ ამის კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ადრე“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.