თეგი: ირაკლი ღარიბაშვლი

ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს

ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  „ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და კიდევ მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა. სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე. ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები - ორი მოძმე ერის ინტერესები, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი. ჩვენი მეგობრობა ამის საფუძველია. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილზე ჩემი მოწვევისთვის. მინდა, ქართველ, მოძმე ერს სამუდამო კეთილდღეობა ვუსურვო“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა. ამასთან ალიევის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. „ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზდენტმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია II-ს დაბადების დღე მიულოცა და საქართველოს პატრიარქს შეხვდა.  პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება „დღეს მეუღლესთან ერთად ვესტუმრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე. ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე.  4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.