საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია II-ს დაბადების დღე მიულოცა და საქართველოს პატრიარქს შეხვდა.
„დღეს მეუღლესთან ერთად ვესტუმრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე. ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე.
4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.