თეგი: ისრაელის საელჩო
უცხოური მედია: რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის ფონზე, ისრაელის საელჩომ საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო
რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის ფონზე, ისრაელის საელჩომ საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ The Times Of Israel-ი წერს. მათივე ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, „ნებისმიერ შემთხვევაში მოერიდონ დაძაბულობის ცენტრებს“. არსებული ინფორმაციით, საელჩოში 10-ზე ნაკლები თანამშრომელი დარჩება იმ შემთხვევისთვის, თუ მოქალაქეებს ადგილზე დასჭირდებათ წარმომადგენლობის დახმარება.
ისრაელის საელჩო: კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია
ისრაელის საელჩო კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ისრაელის საელჩო კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ისრაელი არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ „არჩევნებსა“ თუ „რეფერენდუმებს“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში. ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი იცავს ლიეტუვა ოკუპირებულ ცხინვალის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს კარლ ჰარცელი: ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
თავისუფლების ღირებულების დაცვა არის ის წამყვანი პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ასევე ისრაელელები - ისრაელის ელჩი
ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, გვსურს ღრმა პატივისცემით გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 9 აპრილს მტკიცედ და გამორჩეული სიმამაცით გამოხატეს სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, წერს ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი 9 აპრილთან დაკავშირებით. "თავისუფლება იყო და არის ის ღირებულება, რომლის დაცვა არის ის წამყვანი პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ასევე ისრაელელები", წერს ისრაელის ელჩი.
ტოკიოში ისრაელის საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა
ტოკიოში ისრაელის საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა, დაშავდა ერთი პოლიციელი, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედია წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილის სამიზნეს იაპონიაში ისრაელის საელჩო წარმოადგენდა. ინციდენტი ტოკიოში ისრაელის საელჩოს ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, 60 მეტრში მოხდა. ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის საელჩოებთან მთელ მსოფლიოში, მათ შორის ტოკიოში, პროტესტის ნიშნად, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის წინააღმდეგ, პროპალესტინური დემონსტრაცია გაიმართა.
შვედეთის პოლიციამ ისრაელის საელჩოს წინ „საშიში ობიექტი“ გაანადგურა - BBC
შვედეთის პოლიცია აცხადებს, რომ სტოკჰოლმში, ისრაელის საელჩოს წინ ნაპოვნი "საშიში ობიექტი" განადგურდა. პოლიციამ BBC-ს განუცხადა, რომ დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. შეუძლიათ. მათი თქმით, არავინ დაშავებულა. ისრაელის ელჩმა მომხდარი საელჩოსა და მის თანამშრომლებზე თავდასხმის მცდელობად შეაფასა. „ჩვენ ვერ შეგვაშინებს ტერორი", - გამოაქვეყნა დაწერა ელჩმა და შვედეთის ხელისუფლებას "სწრაფი მოქმედებისთვის“ მადლობა გადაუხადა. მედიის ცნობით, ადგილზე ბომბის გაუვნებელყოფაზე მომუშავე ექსპერტები იყვნენ გამოძახებულნი.