თეგი: იუნ სუკ იოლი
სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
სამხრეთ კორეის უფლებამოსილებაშეჩერებულმა პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ქვეყნის პარლამენტის მიერ მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს. „მე არ დავნებდები. ჩემი მისამართით გამოხატული მხარდაჭერის გათვალისწინებით ამ ქვეყნისთვის ბოლო მომენტამდე ყველაფერს გავაკეთებ,“ - განაცხადა იუნ სუკ იოლმა. მისივე თქმით, „ახლა მას დროებით გაჩერება მოუწევს, მაგრამ მომავლის გზა, რომელიც ხალხთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიარა, არ უნდა შეჩერდეს.“ დღეს, 14 დეკემბერს, სამხრეთ კორეის პარლამენტმა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას ხმა 204-მა პარლამენტარმა მისცა. ახლა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტი სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. ამ დროის განმავლობაში მას უფლებამოსილება შეუჩერდება და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი, ჰან დაკ-სო შეასრულებს.
პროკურორი სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილით დასჯას ითხოვს
სამხრეთ კორეის სპეციალურმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლისთვის სიკვდილით დასჯა მოითხოვა, რომელსაც 2024 წლის დეკემბერში საომარი მდგომარეობის შემოღების შემდეგ ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. სეულის ცენტრალური რაიონული სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას პროკურორმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა დაადასტურეს იუნისა და მისი ყოფილი თავდაცვის მინისტრის კიმ იონგ-ჰიონის მიერ სავარაუდოდ მართული სქემის არსებობა, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან იწყება და რომელიც იუნის ხელისუფლებაში შენარჩუნების მიზნით იყო შექმნილი. იუნ სუკ იოლი ბრალდებებს უარყოფს. განახლება: სამხრეთ კორეის სასამართლომ უნ სუკ იოლს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ რამდენიმე საქმეზე ცნო, მათ შორის, მისი დაკავების მცდელობის ხელის შესაშლელად საომარი მდგომარეობის შემოღების წარუმატებელი მცდელობისთვის. ის ასევე დამნაშავედ ცნეს სხვა ბრალდებებში, მათ შორის, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასა და საომარი მდგომარეობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების შეუსრულებლობაში. ეს განაჩენი პირველია იმ სისხლის სამართლის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც იუნს საომარი მდგომარეობის წარუმატებელი გამოცხადების გამო წაუყენეს.