თეგი: კაპიტალიზაცია
Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა
საუდის არაბეთის ნაციონალური კომპანია Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. Saudi Aramco-ს კაპიტალიზაციამ Apple-ს კაპიტალიზაციას გადაასწრო. მანამდე ამ მაჩვენებლით სტივ ჯობსის დაარსებული კომპანია ლიდერობდა. აღსანიშნავია, რომ, კომპანიის აქციების ფასმა გუშინ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და კომპანიის კაპიტალიზაციამ $2,43 ტრილიონს მიაღწია. ამ ფონზე Apple-ს აქციები 5,2%-ით დაეცა და კომპანიის კაპიტალიზაციამ $2,37 ტრილიონი შეადგინა. Apple-ს კაპიტალიზაციის კუთხით, პირველ ადგილს 2020 წლამდე არ თმობდა. 2022 წლის დასაწყისში, Apple-ს კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონი შეადგინა, თუმცა შემდეგ კომპანიის ღირებულება 19%-ით დაეცა, ამავე დროს Saudi Aramco-ს კაპიტალიზაცია 27%-ით გაიზარდა, წერს Bloomberg.
Tesla-ს საბაზრო ღირებულება ერთ კვირაში $85 მილიარდით დაეცა
Financial Times-ის ცნობით, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია გასული კვირის განმავლობაში $85 მილიარდით შემცირდა და $400 მილიარდზე ქვემოთ დაეცა. ილონ მასკის მიერ დაფუძნებული ელექტრომანქანების მწარმოებელი, ახლა უფრო ნაკლები ღირს ვიდრე ExxonMobil-ი, ნავთობკომპანია, რომელიც აწარმოებს საწვავს შიდა წვის ძრავების მანქანებისთვის. ვაჭრობის დახურვისას, პარასკევს, 23 დეკემბერს, Tesla-ს აქციები $123,15 ღირდა, რაც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია. ამავდროულად, Tesla-ს აქციები მხოლოდ ამ კვირაში 18%-ით დაეცა - ეს არის ყველაზე ცუდი ყოველკვირეული შედეგი 2020 წლის მარტის შემდეგ, როდესაც პანდემია გამოცხადდა, - აღნიშნავს გაზეთი. წლის დასაწყისში Tesla-ს კაპიტალიზაცია $1.2 ტრილიონი იყო. მას შემდეგ მისი კაპიტალიზაცია $800 მილიარდზე მეტით შემცირდა, - ეს შედარებულია S&P 500 ინდექსის 80-ზე მეტი ყველაზე პატარა კომპანიის მთლიან საბაზრო ღირებულებასთან, წერს FT, S&P Global Market-ის მონაცემებზე დაყრდნობით. FT-ის ცნობით, Tesla-ს აქციების ფასზე ზეწოლა განხორციელდა ილონ მასკის გადაწყვეტილებით, გაეყიდა კომპანიის აქციები Twitter-ის შესყიდვის დასაფინანსებლად, ასევე გავლენა მოახდინა ინვესტორების მზარდმა შეშფოთებამ ელექტრომობილების გაყიდვის პერსპექტივის შესახებ.