თეგი: კაპიტოლიუმზე თავდასხმა
კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებებთან დაკავშირებით, მიჩიგანის გუბერნატორობის კანდიდატი დააკავეს
კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებებთან დაკავშირებით, FBI-მ მიჩიგანის გუბერნატორობის რესპუბლიკელი კანდიდატი (ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთი, GOP) რაიან კელი დააკავა. საჩივარში მოყვანილია ოთხი ბრალდება, მათ შორის აკრძალულ შენობაში დაუმორჩილებლობა ან კანონიერი უფლებამოსილების გარეშე დარჩენა ან ტერიტორიაზე პიროვნების ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობრივი მოქმედება. გამოძიების თანახმად, კელი იმყოფებოდა იმ ჯგუფთან ერთად, რომლებიც პოლიციელებს ესხმოდნენ თავს. მას შეერთებული შტატების ქონების განზრახ დაზიანებაშიც ედება ბრალი. BBC-ის ცნობით, 40 წლის კელიმ დაადასტურა, რომ 6 იანვარს, ვაშინგტონში იმყოფებოდა, მაგრამ უარყო უკანონო საქმიანობაში მონაწილეობა. კელი ერთ-ერთია იმ ხუთი რესპუბლიკელიდან, რომლებიც აგვისტოს პრაიმერისში მონაწილეობენ. 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. 220-ზე მეტ პირს ბრალად ედება თავდასხმა ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს. შტურმმა ჩაშალა კონგრესის სხდომის ერთობლივი სესია, რომელსაც ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება. არეულობის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.
კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე დაკავებულ ტეხასელ გაი რეფიტს შვიდი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა
ამერიკის შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ტეხასელ გაი რეფიტს შვიდი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც ყველაზე დიდი სასჯელია, რომელიც ამ საქმეზე გამოუტანიათ. გაი რიფიტს ბრალად ედება კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა. პროკურატურის განცხადებით, ამბოხის დასაწყისშივე რეფიტი მოუწოდებდა ხალხს, გაერღვიათ პოლიციის ჯაჭვი და კიბეებზე ასულიყვნენ შენობაში შესასვლელად. ბრალდების მხარემ მას დემონსტრანტების ლიდერი უწოდა. ცნობისათვის, ერთი წინ, 2021 ნოემბერი, კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 41 თვით წლის პატიმრობა მიუსაჯა კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილეს, ჯეიკობ ჩენსლის. 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. 220-ზე მეტ პირს ბრალად ედება თავდასხმა ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს. შტურმმა ჩაშალა კონგრესის სხდომის ერთობლივი სესია, რომელსაც ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება. არეულობის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.